წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №99 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 438 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2013

მიღების თარიღი ივლისი 11, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №99 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 11 ივლისის №99 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 11 ივლისის №99 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხის (ერთი მხრივ, შპს „მაგთიკომსა“ და, მეორე მხრივ, შპს „კავკასუს ონლაინს“  და სს ”სილქნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხის განხილვა, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, 2013 წლის 24 ივლისს, 16:00 საათზე;

2. კომისიის 2013 წლის 11 ივლისის №99 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები