შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2013
მიღების თარიღი ივლისი 12, 2013
შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 27 მაისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 27 მაისის N10/516-13 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2013 წლის პირველ მაისს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №11 თანდართული მასალით (1 CD, აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს, ასევე დართული აქვს შპს ,,გლობალ მედია ჯგუფის“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/456-13; 23.01.2013), კომპანია ,,Chello Zone“-ისა (კომისიაში რეგისტრაციის №8/37-13; 19.02.2013) და შპს ,,TV MEDIANET“-ის (კომისიაში რეგისტრაციის №6/1056-13; 20.02.2013) წერილები, რომლებითაც კომპანიები კომისიას აცნობებენ, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ი ახორციელებს რიგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ რეტრანსლირებას და კომისიისგან ითხოვენ აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი რეტრანსლირების აღკვეთას. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს ასევე დართული აქვს საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited”-ის 2013 წლის 4 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №649-13), რომლითაც კომპანია ითხოვს მის წერილში აღნიშნული სამაუწყებლო არხების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ ტრანზიტის ფაქტის დადგენას და შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის სანქცირებას ამავე წერილში მითითებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შემთხვევაში.
როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 27 მაისის №10/516-13 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, 2013 წლის პირველ მაისს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, ,,ტელეარხი 25“, ,,СТС”, ,,იმედი“, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,მზე“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,კომედი არხი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Перец”, ,,Animal Planet”, ,,Сарафан”, ,,МИР ТВ”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,Iнтер +”, ,,ТНТ”, ,,Шансон ТВ , ,,პალიტრა ტვ , ,,Карусель”, ,,Индия ТВ , “Discovery Channel”, ,,24 Техно”, ,,НТВ+Online”, ,,Интересное ТВ”, ,,Много ТВ”, “History’’, “My video TV”, “Eurosport”, ,,Иллюзион+”, ,,Моя Планета’’, ,,რუსთავი 2’’, “Euronews”. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს 2013 წლის 27 მაისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, ,,СТС”, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Перец”, ,,Animal Planet”, ,,Сарафан”, ,,Дом Кино”, ,,STV”, ,,Iнтер +”, ,,ТНТ”, ,,Шансон ТВ , ,,პალიტრა ტვ , ,,Карусель”, ,,Индия ТВ , “Discovery Channel”, ,,24 Техно”, ,,НТВ+Online”, ,,Интересное ТВ”, ,,Много ТВ”, “History’’, “My video TV”, “Eurosport”, ,,Иллюзион+”, ,,Моя Планета’’. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (27.05.2013; №10/516-13) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 4 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 18 ივნისს 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2013 წლის 18 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის დირექტორი გელა სირაძე. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის დირექტორის განცხადებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს საქმეში არსებული ე.წ. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომელიც გაცემულია 2013 წლის 14 აპრილს და შევსებულია ინკასატორ სურენ მარკარიანის მიერ. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის დირექტორის ახსნა-განმარტებით, სურენ მარკარიანი 2013 წლის 30 აპრილიდან აღარ ირიცხება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის თანამშრომლად და გათავისუფლებულია სამსახურიდან. მისივე განცხადებით, სურენ მარკარიანმა გააყალბა ზემოაღნიშნული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი და გასცა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის სახელით პირზე, რომელიც არ წარმოადგენს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის აბონენტს. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის დირექტორის განმარტებით, ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტში მითითებულ პირს, ქოიავას, არ მიეწოდება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება. გელა სირაძის განცხადებით, მას კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი აქვს პროკურატურიდან ცნობა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ სურენ მარკარიანის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მითვისების ფაქტზე და მიმდინარეობს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაყალბების ფაქტის გამოძიება. გ. სირაძის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 21 მაისის №13/52807 წერილის თანახმად, ბათუმის რაიონულ პროკურორს შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის განცხადება რიგი საკაბელო ოპერეტორების მხრიდან მათი კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სხვა უკანონო ქმედებების შესახებ, ხოლო შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 ივნისის ცნობის თანახმად, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №171210513005 საქმეზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიმართ განხორციელებული თვითნებობის ფაქტზე; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გელა სირაძეს მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის დირექტორმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა შპს ,,TV XXI“-ის სახელით გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, რომლებიც მისი განმარტებით, ხელმოწერილია და გაცემულია სურენ მარკარიანის მიერ იმ პერიოდში, როცა ის დასაქმებული იყო შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ში. მან ასევე, აღნიშნა, რომ შპს ,,TV XXI“ და შპს ,,პერუს“ მიერ ხდება მის ქსელში ჩართული აბონენტებისგან თანხის ამოღება. ამასთან, გელა სირაძემ კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის განცხადების საფუძველზე სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინებით შპს ,,MINDA”-ს (ს/კ 445392138) და შპს ,,TV-XXI’’-ს (ს/ს 245439164) აეკრძალათ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის ქსელში ჩართული აბონენტებისგან სააბონენტო გადასახადის ამოღება. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მიუხედავად ამისა, აღნიშნული კომპანიების მიერ მაინც ხდება თანხის ამოღება მის ქსელში ჩართული აბონენტებისგან, რის გამოც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. კომისის 2013 წლის 18 ივნისის სხდომაზე გელა სირაძემ დაადასტურა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას ნაწილობრივ ეწევა. მან ასევე, აღნიშნა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს თავის ქსელში ჩართული აქვს და გადასცემს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 27 მაისის №10/516-13 სამსახურებრივი ბარათში აღნიშნული სამაუწყებლო არხების მხოლოდ ნაწილს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (№394/17; 18.06.2013) საკითხის განხილვის გადადებისა და სხდომის 2013 წლის 2 ივლისს, 16.00 საათზე გამართვის თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის დირექტორი გაფრთხილდა 2013 წლის 18 ივნისს, კომისიის სხდომაზე. 2013 წლის 18 ივნისის კომისიის სხდომაზე კომისიის მიერ ასევე, დაკმაყოფილდა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობა საკითხის განხილვაში მოწმის სტატუსით ფიზიკური პირების: ქოიავას, გიორგი ჭანტურიას, აკოპ ბარხოიანის და სურენ მარკარიანის ჩართვის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 28 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/720-13;28.06.2013) და ასევე ამავე დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიმართ შედგენილი №15 და №16 შემოწმების აქტები თანდართული მასალით (2 CD, აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი), რომელთა თანახმად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის 26 და 27 ივნისს განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის განმეორებითი შემოწმება, კომპანიის მიერ სამაუწებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების შესწავლის მიზნით. როგორც ირკვევა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან და №15 შემოწმების აქტიდან, 2013 წლის 26 ივნისს, განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. შემოწმება ჩატარდა ქ. ბათუმში, მისამართზე: ჯავახიშვილის ქ. 32 (კაფე-ბარი ,,ჩალაღაჯი“), რომელსაც ესწრებოდნენ ბიჭიკო ჩიკვილაძე და მაია ბედინაძე. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ,,ტელეარხი 25“, ,,СТС”, ,,იმედი“, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,რუსთავი 2“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,კომედი არხი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Теннис”, ,,Спорт”, ,,Fashion TV”, ,,მეცხრე არხი”, ,,GDS”, ,,მაესტრო“, ,,Футбол”, “Cartoon Network” ,,Боец ТВ” “Explorer”, “RU Music”, ,,Перец”, “Animal Planet”, ,,Сарафан” ,,Россия Культура”, ,,Дом Кино”, “History”, “RU TV”, ,,Мир”, ,,STV” ,,RTVi” ,,Inter+” ,,ТНТ”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Индия ТВ”, “Discovery”, ,,24 Техно”, ,,Онлаин”, ,,Интересное ТВ”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион+”, ,,Моя Планета’’, “Euronews”, ,,НТВ”, ,,Феникс Kино”, ,,Кухня ТВ“, ,,Рен ТВ“, ,,Россия 1“, ,,Охота и Рыбалка“, ,,Новое Кино“, ,,TV 1000 Action“, ,,TV21“, ,,Премьера“, ,,Eurosport 2“, ,,Show TV“, ,,Setanta“, ,,National Geographic“, ,,Кинохит”, ,,С1”, ,,TV3”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 28 ივნისის სამსახურებრივი ბარათიდან და №16 შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 27 ივნისს, განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. შემოწმება ჩატარდა ქ. ბათუმში, მისამართზე: ლერმონტოვის 24, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის სათაო ოფისში. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 28 ივნისის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას გაითიშა რეტრანსლირებული სამაუწყებლო არხები და შესაბამისად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის საკაბელო ქსელით რეტრანსლირებული ყველა სამაუწყებლო არხის შემოწმების აქტში დაფიქსირება ვერ მოხერხდა. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, ,,ტელეარხი 25“, ,,СТС”, ,,იმედი“, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,მზე“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,კომედი არხი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Теннис”, ,,Баскетбол”, ,,Fashion TV”, ,,მეცხრე არხი”, ,,GDS”, ,,მაესტრო“, ,,Футбол”, ,,Футбол 2”, “Cartoon Network”, ,,Боец ТВ”, ,,ქვემო ქართლი“, ,,დია“, “Explorer”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს 2013 წლის 28 ივნისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ,,СТС”, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Теннис”, ,,Спорт”, ,,Fashion TV”, ,,მეცხრე არხი”, ,,GDS”, ,,მაესტრო“, ,,Футбол”, ,,Боец ТВ” “Explorer”, “RU Music”, ,,Перец”, “Animal Planet”, ,,Сарафан” ,,Россия Культура”, ,,Дом Кино”, “History”, “RU TV”, ,,STV” ,,RTVi” ,,Inter+” ,,ТНТ”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Индия ТВ”, “Discovery”, ,,24 Техно”, ,,Онлаин”, ,,Интересное ТВ”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион+”, ,,Моя Планета’’, ,,НТВ”, ,,Феникс Kино”, ,,Кухня ТВ“, ,,Рен ТВ“, ,,Россия 1“, ,,Охота и Рыбалка“, ,,Новое Кино“, ,,TV 1000 Action“, ,,TV21“, ,,Премьера“, ,,Eurosport 2“, ,,Show TV“, ,,Setanta“, ,,National Geographic“, ,,Кинохит”, ,,С1”, ,,TV3”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“.
შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 28 ივნისის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მიმდინარე წლის 26-27 ივნისს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომელი შეეცადა განმეორებით ჩაეტარებინა შემოწმება 2013 წლის პირველ მაისს ჩატარებული შემოწმების ადგილზე, კერძოდ, აბონენტ ქოიავასთან, მცხოვრები ქ. ბათუმი, 26 მაისის №55/57, ბინა 22, მაგრამ, აღნიშნულმა აბონენტმა შემმოწმებელს საცხოვრებელი ბინის კარი არ გაუღო.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის პირველ ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის სახელით, კომპანიის იურისტის გელა სირაძის წერილობითი შუამდგომლობა, თანდართული 2013 წლის 28 ივნისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერითა და შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის 2013 წლის 27 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმით. აღნიშნული შუამდგომლობით გ. სირაძემ მოითხოვა 2013 წლის 2 ივლისს დანიშნული კომისიის სხდომის 5 დღით გადადება ოჯახური მდგომარეობისა და ასევე იმ გარემოების გამო, რომ 2013 წლის 28 ივნისს შეიცვალა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP-ის“ დირექტორი და კომპანიის დირექტორად დაინიშნა გიორგი დობორჯგინიძე, რომლის ქალაქში არყოფნის გამო ვერ ხერხდება გ. სირაძეზე მინდობილობის გაცემა. კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 2 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი და ასევე, არ გამოცხადდნენ მოწმის სტატუსით მოწვეული ფიზიკური პირები გიორგი ჭანტურია, აკოპ ბარხოიანი და ქოიავა. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებს, ქოიავას, გიორგი ჭანტურიას და აკოპ ბარხოიანს გაეგზავნათ შეტყობინებები (№03/1350-13,; 20.06.2013; №03/1349-13; 20.06.2013; №03/1351-13; 20.06.2013) დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნენ მოწმის სტატუსით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხუსმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად 2013 წლის 2 ივლისის სხდომაზე. ფიზიკურ პირებს გიორგი ჭანტურიას და აკოპ ბარხოაინს ჩაბარდათ ზემოაღნიშნული შეტყობინებები, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილებით (საფოსტო გზავნილის კოდი: 040002253093; საფოსტო გზავნილის კოდი: 040002253112), ხოლო ფიზიკურ პირ ქოიავას საცხორებელ მისამართზე მცხოვრებმა პირმა უარი განაცხადა შეტყობინების მიღებაზე შეტყობინების ადრესატის გარდაცვალების გამო (შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილი; საფოსტო გზავნილის კოდი:040002253108). კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირ სურენ მარკარიანის მისამართი ვერ დადგინდა და იგი მოწმედ ვერ იქნა მოწვეული სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 2 ივლისს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის იურისტის გ. სირაძის შუამდგომლობის საფუძველზე, კომისიამ 2013 წლის 2 ივლისს მიიღო საოქმო გადაწყვეტილება სხდომის გადადებისა და შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის 2013 წლის 12 ივლისს, 16.00 საათზე გამართვის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის 2013 წლის 12 ივლისს, 16.00 საათზე გამართვის თაობაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (№03/1446-13; 05.07.2013). შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ასევე, გაეგზავნა საკითხის დამატებით შესწავლის დროს მოპოვებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კეროდ, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/720-13;28.06.2013) და ასევე ამავე დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიმართ შედგენილი №15 და №16 შემოწმების აქტები თანდართული მასალით (2 CD, აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენელი გელა სირაძე (მოქმედი შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის დირექტორის გიორგი დობორჯგინიძის მიერ 2013 წლის პირველ ივლისს გაცემული და კომისიის 2013 წლის 12 ივლისის სხდომაზე წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე; მინდობილობა ძალაშია 2013 წლის 20 აგვისტომდე). შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ბათუმის რაიონული პროკურატურის წერილები (№13/08-45272; №13/08-45270; 28.04.2013), რომელთა თანახმად, ბათუმის რაიონული პროკურატურა, ქვემდებარეობით, შემდგომი რეაგირებისთვის, უგზავნის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის განცხადებას საკაბელო ქსელთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს და აცნობებს, რომ აღნიშნული გარემოების ირგვლივ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შესულია ანალოგიური შინაარსის განცხადება. გ. სირაძემ ასევე, წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს II განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის წერილი (24.05.2013; დოკუმენტის № 0003389238; რეგისტრაციის №963435), რომლის თანახმად, საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი აცნობებს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს, რომ წარმოებაში აქვს სისხლის სამართლის საქმე, ქ. ბათუმში, ლერმონტოვის 24-ში მდებარე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის ოფისზე განხორციელებული თვითნებობის ფაქტზე და სთხოვს მას წარმომადგენლის გამოყოფას კომპანიის ინტერესების დასაცავად. გ. სირაძის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს წარმოებაში აქვს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის განცხადება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სადგური, რომლიდანაც უნდა მოხდეს კონკრეტული არხის გაშვების ან არგაშვების საკითხის გადაწყვეტა, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის კონტროლის ქვეშ არ არის და კომპანიის ნებაზე დამოკიდებული არ არის. გ. სირაძის განმარტებით, აღნიშნულ სადგურზე, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის 78/88, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს არ აქვს წვდომა მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებიდან. აღნიშნულ სადგურს მისი განმარტებით, აკონტროლებს შპს ,,TV XXI”. ამასთან, მისი განცხადებით, შპს ,,TV XXI“, რომლის მთლიანი აქტივები და მატერიალური ფასეულობები 2011 წლის ნოემბრის თვეში აქვს შეძენილი შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს, აცხადებს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ შეძენილი ქსელი მას ეკუთვნის და ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას; გ. სირაძის განცხადებით, შპს ,,TV XXI” თავად იღებს თანხებს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის აბონენტებისგან, რასაც ადასტურებს შპს ,,TV XXI“-ის სახელით გამოწერილი უამრავი ჩეკთან გათანაბებულ დოკუმენტი. აღნიშნულის შედეგად, გ. სირაძის განცხადებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაახლოებით 25000 ლარამდე ზარალი აქვს, როგორც ბიუჯეტთან ასევე, არხების დილერებთან, რაც არხების რეტრანსლირების კანონიერებაზე მიუთითებს. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ი ვერ ახორციელებს თავისი ნების შესაბამისად რომელიმე კონკრეტული სამაუწყებლო არხის ჩართვას ან გათიშვას. გამომდინარე აქედან, გ. სირაძის განმარტებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, გ. სირაძემ დაადასტურა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს 2013 წლის 12 ივლისის მდგომარეობით ჰყავს აბონენტები და ეწევა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის განმარტებით, 2013 წლის 27 ივნისს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების დამსწრე პირი ნიკა აფხაზავა არ არის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის თანამშრომელი. მან, ასევე, დაადასტურა, რომ 2013 წლის 27 ივნისს, ის იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ლერმონტოვოს ქ. 24-ში მდებარე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის ოფისში. ამასთან, გ. სირაძემ დაადასტურა, რომ 2013 წლის 26 ივნისს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 26 ივნისის №15 შემოწმების აქტზე თანდართული აბონენტის გადახდის ქვითარი გაცემულია შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ და კაფე-ბარი ,,ჩალაღაჯი“ არის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის აბონენტი. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი აწვდის მომსახურებას თავის აბონენტებს საბაზო პაკეტით, რომელიც შეიცავს დაახლოებით ორმოცამდე სამაუწყებლო არხს. მისი განცხადებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ი აფორმებს მაუწყებლობის ტრანზიტით მიწოდების შესახებ ხელშეკრულებებს აბონენტებთან. ამასთან, მან დაადასტურა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს არ გააჩნია ვებ-გვერდი ინტერნეტში.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (27.05.2013; №10/516-13);
2. 2013 წლის პირველი მაისის შემოწმების აქტი №11 თანდართული აბონენტის გადახდის ქვითრით (№3588667; 14.04.2013), შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობის ასლებით და შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
3. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის შესახებ მონაცემები;
4. შპს ,,გლობალ მედია ჯგუფის“ 2013 წლის 23 იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/456-13);
5. კომპანია ,,Chello Zone“-ის 2013 წლის 19 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №8/37-13; 19.02.2013);
6. შპს ,,TV MEDIANET“-ის 2013 წლის 20 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1056-13);
7. საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited”-ის 2013 წლის 4 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №649-13);
8. კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082-11 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
9. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
10. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
11. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (12.07.2013; №10/791-13);
12. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის დირექტორის მიერ კომისიის 2013 წლის 18 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
13. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის დირექტორის მიერ კომისიის 2013 წლის 18 ივნისის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 ივლისის ცნობა (MIA 3 13 01172328); საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 21 მაისის №13/52807 წერილი ბათუმის რაიონულ პროკურორს; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის სააღსრულებო ფურცელი; შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის საქმეთა მმართველის მაია მახაჭაძის 2013 წლის 17 ივლისის №31 მომართვა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის გენერალური დირექტორის სახელზე; ფიზიკური პირების ა. მეკეიძის, (15.06.2013) ჯ. ხალვაშის (07.06.2013) და თ. ბედიანიძის (07.06.2013) განცხადებები შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის დირექტორის სახელზე; ფიზიკურ პირ ა. ბარხოანსა და შპს ,,TV XXI“-ს შორის 2013 წლის 2 მაისს გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების შესახებ; შპს ,,TV XXI“-ის სახელით გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები );
14. კომისიის 2013 წლის 20 ივნისის №03/1350-13 შეტყობინება ფიზიკურ პირ ქოიავას და შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილი შეტყობინების ადრესატისთვის ჩაუბარებლობის შესახებ (გზავნილის კოდი: 040002253108);
15. კომისიის 2013 წლის 20 ივნისის №03/1349-13 შეტყობინება ფიზიკურ პირ აკოპ ბარხოიანს და აღნიშნული შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილი (გზავნილის კოდი: 040002253093);
16. კომისიის 2013 წლის 20 ივნისის №03/1351-13 შეტყობინება ფიზიკურ პირ გიორგი ჭანტურიას და აღნიშნული შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილი (გზავნილის კოდი 040002253112);
17. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (28.06.2013; №10/720-13);
18. 2013 წლის 26 ივნისის შემოწმების აქტი №15 თანდართული აბონენტის გადახდის ქვითრით და შემოწმების დამსწრე პირის პირადობის მოწმობის ასლით, ასევე, შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
19. 2013 წლის 27 ივნისის შემოწმების აქტი №16 თანდართული შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
20. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის სახელით, კომპანიის იურისტის გ. სირაძის 2013 წლის პირველი ივლისის შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის №6/3496-13);
21. კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №03/1446-13 შეტყობინება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს და აღნიშნული შეტყობინების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:040002257295);
22. კომისიის 2013 წლის 12 ივლისის სხდომაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენლის გ. სირაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
23. კომისიის 2013 წლის 12 ივლისის სხდომაზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენლის გ. სირაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის: ბათუმის რაიონული პროკურატურის წერილები (№13/08-45272; 28.04.2013; №13/08-45270; 28.04.2013); საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების წერილი (24.05.2013; დოკუმენტის № 0003389238; რეგისტრაციის №963435);
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 27.05.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
2. 2013 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ჰყავს აბონენტები და აწვდის მათ ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურებას;
3. კომისიაში შემოვიდა შპს ,,გლობალ მედია ჯგუფის“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/456-13; 23.01.2013), კომპანია ,,Chello Zone“-ის (კომისიაში რეგისტრაციის №8/37-13; 19.02.2013) და შპს ,,TV MEDIANET“-ის (კომისიაში რეგისტრაციის №6/1056-13; 20.02.2013) წერილები, რომლებითაც ისინი კომისიისგან ითხოვენ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ საკუთარი ქსელით გადაცემული რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი რეტრანსლირების აღკვეთას. კომისიაში შემოვიდა ასევე, საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited”-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №649-13; 04.02.3013), რომლითაც კომპანია ითხოვს მის წერილში აღნიშნული სამაუწყებლო არხების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ ტრანზიტის ფაქტის დადგენას და შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის სანქცირებას ამავე წერილში მითითებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შემთხვევაში;
4. შპს ,,გლობალ მედია ჯგუფის“(კომისიაში რეგისტრაციის №6/456-13; 23.01.2013), კომპანია ,,Chello Zone“-ის (კომისიაში რეგისტრაციის №8/37-13; 19.02.2013), შპს ,,TV MEDIANET“-ის (კომისიაში რეგისტრაციის №6/1056-13; 20.02.2013) და საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited”-ის (კომისიაში რეგისტრაციის №649-13; 04.02.3013) წერილების საფუძველზე, შპს BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების მართლზომიერების შესწავლის მიზნით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ 2013 წლის 26 ივნისს, 19.40 საათზე, განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. შემოწმება ჩატარდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის აბონენტთან ქ. ბათუმში, მისამართზე: ჯავახიშვილის ქ. 32, კაფე-ბარ ,,ჩალაღაჯში“, რომელსაც ესწრებოდნენ ბიჭიკო ჩიკვილაძე და მაია ბედინაძე (პირადი №61002021782). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №15. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირი ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები – ბიჭიკო ჩიკვილაძე და მაია ბედინაძე.
5. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2013 წლის 26 ივნისს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: ,,ტელეარხი 25“, ,,СТС”, ,,იმედი“, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,რუსთავი 2“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,კომედი არხი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Теннис”, ,,Спорт”, ,,Fashion TV”, ,,მეცხრე არხი”, ,,GDS”, ,,მაესტრო“, ,,Футбол”, “Cartoon Network” ,,Боец ТВ” “Explorer”, “RU Music”, ,,Перец”, “Animal Planet”, ,,Сарафан” ,,Россия Культура”, ,,Дом Кино”, “History”, “RU TV”, ,,Мир”, ,,STV” ,,RTVi” ,,Inter+” ,,ТНТ”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Индия ТВ”, “Discovery”, ,,24 Техно”, ,,Онлаин”, ,,Интересное ТВ”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион+”, ,,Моя Планета’’, “Euronews”, ,,НТВ”, ,,Феникс Kино”, ,,Кухня ТВ“, ,,Рен ТВ“, ,,Россия 1“, ,,Охота и Рыбалка“, ,,Новое Кино“, ,,TV 1000 Action“, ,,TV21“, ,,Премьера“, ,,Eurosport 2“, ,,Show TV“, ,,Setanta“, ,,National Geographic“, ,,Кинохит”, ,,С1”, ,,TV3”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“;
6. 2013 წლის 26 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2013 წლის 26 ივნისის №15 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით (CD);
7. 2013 წლის 28 ივნისის მდგომარეობით და ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ,,СТС”, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Теннис”, ,,Спорт”, ,,Fashion TV”, ,,მეცხრე არხი”, ,,GDS”, ,,მაესტრო“, ,,Футбол”, ,,Боец ТВ” “Explorer”, “RU Music”, ,,Перец”, “Animal Planet”, ,,Сарафан” ,,Россия Культура”, ,,Дом Кино”, “History”, “RU TV”, ,,STV” ,,RTVi” ,,Inter+” ,,ТНТ”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Индия ТВ”, “Discovery”, ,,24 Техно”, ,,Онлаин”, ,,Интересное ТВ”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион+”, ,,Моя Планета’’, ,,НТВ”, ,,Феникс Kино”, ,,Кухня ТВ“, ,,Рен ТВ“, ,,Россия 1“, ,,Охота и Рыбалка“, ,,Новое Кино“, ,,TV 1000 Action“, ,,TV21“, ,,Премьера“, ,,Eurosport 2“, ,,Show TV“, ,,Setanta“, ,,National Geographic“, ,,Кинохит”, ,,С1”, ,,TV3”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“;
8. კომისიის 2011 წლის 27 მაისის N04/1082-11 წერილით, რომელიც ჩაბარდა ამავე დღეს, შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ჩასმულ და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;
9. 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს, ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე. კომისიაში ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს 2013 წლის 17 იანვარს ეცნობა ასევე, კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით. ამავე წერილით მას განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;
10. 2013 წლის 12 ივლისის მდგომარეობით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს არ გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტში;
11. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, კერძოდ, კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის №697/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 3267.12 (სამიათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხოლო კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №03/18 გადაწყვეტილებით, მას დაეკისრა ჯარიმა - 9000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
8. ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს კანონდარღვევა არ ჩაუდენია. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს წარმოებაში აქვს სისხლის სამართლის საქმე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის ოფისზე განხორციელებული თვითნებობის ფაქტზე, ვერ იქნება მიჩნეული შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად, რადგან კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, აღნიშნული თვითნებობის ფაქტი დადასტურებული არ არის. კომისია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო არხების: ,,СТС”, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Теннис”, ,,Спорт”, ,,Fashion TV”, ,,მეცხრე არხი”, ,,GDS”, ,,მაესტრო“, ,,Футбол”, ,,Боец ТВ” “Explorer”, “RU Music”, ,,Перец”, “Animal Planet”, ,,Сарафан” ,,Россия Культура”, ,,Дом Кино”, “History”, “RU TV”, ,,STV” ,,RTVi” ,,Inter+” ,,ТНТ”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Индия ТВ”, “Discovery”, ,,24 Техно”, ,,Онлаин”, ,,Интересное ТВ”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион+”, ,,Моя Планета’’, ,,НТВ”, ,,Феникс Kино”, ,,Кухня ТВ“, ,,Рен ТВ“, ,,Россия 1“, ,,Охота и Рыбалка“, ,,Новое Кино“, ,,TV 1000 Action“, ,,TV21“, ,,Премьера“, ,,Eurosport 2“, ,,Show TV“, ,,Setanta“, ,,National Geographic“, ,,Кинохит”, ,,С1”, ,,TV3”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით, შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ დაირღვა ასევე, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტი, ვინაიდან, 2013 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მას არ შეუქმნია ვებ-გვერდი ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №03/18 გადაწყვეტილებით, გამოყენებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახე - ჯარიმა, შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 12 ივლისის №10/791-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის (2012 წლის ივნისი - 2013 წლის მაისი) ჯამური შემოსავლის 3% არ აღემატება 27000 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს ჯარიმა 27000 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ კანონდარღვევების აღმოფხვრის მიზნით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: ,,СТС”, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Теннис”, ,,Спорт”, ,,Fashion TV”, ,,მეცხრე არხი”, ,,GDS”, ,,მაესტრო“, ,,Футбол”, ,,Боец ТВ” “Explorer”, “RU Music”, ,,Перец”, “Animal Planet”, ,,Сарафан” ,,Россия Культура”, ,,Дом Кино”, “History”, “RU TV”, ,,STV” ,,RTVi” ,,Inter+” ,,ТНТ”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Индия ТВ”, “Discovery”, ,,24 Техно”, ,,Онлаин”, ,,Интересное ТВ”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион+”, ,,Моя Планета’’, ,,НТВ”, ,,Феникс Kино”, ,,Кухня ТВ“, ,,Рен ТВ“, ,,Россия 1“, ,,Охота и Рыбалка“, ,,Новое Кино“, ,,TV 1000 Action“, ,,TV21“, ,,Премьера“, ,,Eurosport 2“, ,,Show TV“, ,,Setanta“, ,,National Geographic“, ,,Кинохит”, ,,С1”, ,,TV3”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“ არამართლზომიერი ტრანზიტი. კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს უნდა დაეკისროს ინტერნეტში ვებ-გვერდის შექმნა და აღნიშნული ვებ-გვერდის შესაქმნელად განესაზღვროს გონივრული ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) პუნქტის, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“ -ს დაეკისროს ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300693251;
3. უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-მა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,СТС”, ,,აჭარა“, ,,ОРТ”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ენკი-ბენკი“, ,,Домашний”, ,,ერთსულოვნება”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელის II არხი“, ,,Теннис”, ,,Спорт”, ,,Fashion TV”, ,,მეცხრე არხი”, ,,GDS”, ,,მაესტრო“, ,,Футбол”, ,,Боец ТВ” “Explorer”, “RU Music”, ,,Перец”, “Animal Planet”, ,,Сарафан” ,,Россия Культура”, ,,Дом Кино”, “History”, “RU TV”, ,,STV” ,,RTVi” ,,Inter+” ,,ТНТ”, ,,Шансон ТВ”, ,,კავკასია”, ,,Карусель”, ,,Индия ТВ”, “Discovery”, ,,24 Техно”, ,,Онлаин”, ,,Интересное ТВ”, ,,Eurosport”, ,,Иллюзион+”, ,,Моя Планета’’, ,,НТВ”, ,,Феникс Kино”, ,,Кухня ТВ“, ,,Рен ТВ“, ,,Россия 1“, ,,Охота и Рыбалка“, ,,Новое Кино“, ,,TV 1000 Action“, ,,TV21“, ,,Премьера“, ,,Eurosport 2“, ,,Show TV“, ,,Setanta“, ,,National Geographic“, ,,Кинохит”, ,,С1”, ,,TV3”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“ არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. დაევალოს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში და აღნიშნულ ვებ-გვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „BATUMI MEDIA GROUP“- სათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP-ის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „BATUMI MEDIA GROUP“- სათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-თვის ჩაბარების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
