ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 5 აპრილის № 229/7 გადაწყვეტილებაში ცვ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2013
მიღების თარიღი ივლისი 19, 2013
ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 5 აპრილის № 229/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძემ” (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ, ს.კ. № 45001008607) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/258-13, 25.06.13) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 5 აპრილის N 229/7 გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძეს” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 485 ნებართვა და მიენიჭა 161.775 მჰც და 166.875 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით,. მინიჭებულ 166.875 მჰც სიხშირეზე აღინიშნება მუდმივი ხელშეშლები, რის შესაბამისადაც ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძემ” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა რა ზემოაღნიშნული საკითხი, შესაძლებლად მიაჩნია ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძისთვის” ქ. თბილისში მინიჭებული 166.875 მჰც სიხშირბის შეცვლა 167.075 მჰც სიხშირით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის 2013 წლის 5 აპრილის № 229/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძეს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 485 ნებართვა და მიენიჭოს 161.775 მჰც და 167.075 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;
2. აღირიცხოს ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე ”ვანო მალასიძისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
