წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 458 / 2

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2013

მიღების თარიღი ივლისი 19, 2013

 

შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1  გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (№7/145-13, 01.04.2013) მიმართა შპს ტელეკომპანია „I სტერეომ“, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ ითხოვს ორივე ლიცენზიის სახეობად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ ფლობს:

1. კერძო მაუწყებლობის №B19 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ. ა) საეთერო ტელემაუწყებლობა მე-40 სატელევიზიო არხზე 10 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;

გ. ბ) თანამგზავრული მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა  და ორბიტალური  სადგურებით.

დ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 12 საათი;

2. მაუწყებლობის №B20 ლიცენზიას 2013 წლის 3 ოქტომბრამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ანტენის განთავსების

ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის

სიმ.მიწის

ზედ. მ.

სატელევიზიო

არხი

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის

საშ. რადიუსი კმ.

1

ბათუმი

41E43 ; 41N41

110

53

1.0

25

2

ყვარლის რ-ნი,

სანავარდო

45E46 ; 41N58

55

10

0.8

20

3

გორი

44E03 ; 42N02

165

36

3.0

30

4

ბოლნისი

44E32 ; 41N26

40

39

2.0

25

5

ბორჯომის რ-ნი, სოფ.ცხრა წყარო

43E31 ; 41N42

40

3

1.0

6

ახალქალაქი

43E25 ; 41N21

55

37

1.0

15

7

ქუთაისი

42E44 ; 42N17

60

23

3.0

30

8

საჩხერე

43E24 ; 42N21

40

22

0.5

15

9

სენაკი

42E05; 42N17

25

28

0.5

15

10

ზუგდიდი

41E52 ; 42N30

30

37

1.0

15

ასევე, კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №351/22  გადაწყვეტილებით  შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის ფარგლებში ფლობს მეტრული დიაპაზონის მე-7  სატელევიზიო არხს შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: (გამოსახულების გადამტანი სიხშირე - 183.25მჰც, ბგერის გადამტანი სიხშირე - 189.75მჰც);   მეტრული დიაპაზონის მე-7  სატელევიზიო არხზე  გამოყენებული გადამცემის სიმძლავრე - 2.0 კვტ; ანტენის განთავსების ადგილი - ურთას მთა; ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან - 30მ; გეოგრაფიული კოორდინატები  N42024’40’’ , E41049’15’’ (დასაშვებია  კოორდინატის ცვლილება -350მ რადიუსში); გადამცემი ანტენის პარამეტრები:

ა)  ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არაუმეტეს   10 dB;

ბ)  მაქსიმალური გასხივების  აზიმუტი - 3150,  ჰორიზონტალურ სიბრტყეში  სხივის გახსნილობის კუთხით  ± 200  3 dB დონეზე;

გ) გასხივების მილევის კოეფიციენტი აზიმუტალურ სექტორში ( 900 - დან   1800 –  მდე),- არაუმცირეს   25 dB;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №404/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1  გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 13 მაისის №10/428-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მოთხოვნა კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრულ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს, რომლის შესაბამისად კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას უპირატესობა ენიჭებოდა კერძო საერთო მაუწყებლობასთან მიმართებით ვადა გაუვიდა 2013 წლის 18 აპრილს, ამიტომ აღნიშნული ვერ გახდება ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სხდომას ესწრებოდა შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ დირექტორი დავით ზილფიმიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს ლიცენზიების სახეობის მოდიფიცირების რამოდენიმე მიზეზი:

1. კომპანია კერძო მაუწყებლობის №B19 ლიცენზიის ფარგლებში 2006 წლამდე ფლობდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას და აწარმოებდა არაგასართობ მაუწყებლობას, მცირე საინფორმაციო გადაცემებს და შეხვედრებს სტუმართან, სადაც საუბარი იყო აქტუალურ საკითხებზე.

2. შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ გეგმავს საინფორმაციო ხასიათის მაუწყებლობის განხორციელებას დღე-ღამეში სულ რაღაც 2 საათის განმავლობაში, რაც არ გამოიწვევს იმ მაყურებლის დაზარალებას, რომელიც უყურებს გასართობი ხასიათის გადაცემებს. სამაგიეროდ ბიზნესის თვალსაზრისით კომპანიის შემოსავლები მკვეთრად გაიზრდება.    

3. შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ თანამშრომლები მზად არიან მაყურებელს მიაწოდონ ახალი პროდუქტი და დასანანია, რომ კომპანია არ იყენებს მათ შესაძლებლობებს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა                                   შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა  აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის          38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები, გათვალისწილებულია კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილებით, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ ასევე მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მაუწყებლობის №B20 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების, ასევე ლიცენზიის სახის შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისია მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, როგორც ა), ისე ბ) ქვეპუნქტებზე, რომელთა შესაბამისადაც ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, ისე ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა; ამასთან, კომისია ითვალისწინებს ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ დირექტორ დავით ზილფიმიანის ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია. ამავე დროს, კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრულ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს (რომლის შესაბამისად კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას უპირატესობა ენიჭებოდა კერძო საერთო მაუწყებლობასთან მიმართებით) ვადა გაუვიდა 2013 წლის 18 აპრილს, რის გამოც აღნიშნული ვერ გახდება ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ტელეკომპანია „I სტერეოს” მაუწყებლობის №B19 ლიცენზიას  2021 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ. ა) საეთერო ტელემაუწყებლობა მე-40 სატელევიზიო არხზე 10 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

გ. ბ) თანამგზავრული მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა  და ორბიტალური  სადგურებით.”

2. მოდიფიცირდეს შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება:

ა) კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) № 1375 ლიცენზია (მოქმედების ვადა 3.10.2013 წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს № B20;

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ანტენის განთავსების

ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის

სიმ.მიწის

ზედ. მ.

სატელევიზიო

არხი

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის

საშ. რადიუსი კმ.

1

ბათუმი

41E43 ; 41N41

110

53

1.0

25

2

ყვარლის რ-ნი,

სანავარდო

45E46 ; 41N58

55

10

0.8

20

3

გორი

44E03 ; 42N02

165

36

3.0

30

4

ბოლნისი

44E32 ; 41N26

40

39

2.0

25

5

ბორჯომის რ-ნი, სოფ.ცხრა წყარო

43E31 ; 41N42

40

3

1.0

6

ახალქალაქი

43E25 ; 41N21

55

37

1.0

15

7

ქუთაისი

42E44 ; 42N17

60

23

3.0

30

8

საჩხერე

43E24 ; 42N21

40

22

0.5

15

9

სენაკი

42E05; 42N17

25

28

0.5

15

10

ზუგდიდი

41E52 ; 42N30

30

37

1.0

15

ბ)  2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ ვალდებულია: 

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

ჟ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია „I სტერეოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  შპს ტელეკომპანია „I სტერეოსთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                               კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                              სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                              აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                              ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები