წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 462 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2013

მიღების თარიღი ივლისი 22, 2013

კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/234-13, 07/06/2013) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში – 24 საათი.

კერძო სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე                 შპს „მაგთიკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; კერძოდ, შპს „მაგთიკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია:

1.       ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;

2.       სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

3.       სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4.       შესაბამისობის დეკლარაცია.

შპს „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად მითითებულია 2014 წლის 1 მაისი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია და გამოარკვია, რომ შპს „მაგთიკომის” ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან გენერალური დირექტორი, გერმანიის მოქალაქე ლარს პიტერ რაიშელტი (პ/ნ - 68588288), გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, საქართველოს მოქალაქე ნათია კახიძე (პ/ნ - 01010008160), გენერალური დირექტორის მოადგილეები, საქართველოს მოქალაქეები - ანდრია ზოდელავა (პ/ნ - 01008004115), ზურაბ გალუმაშვილი (პ/ნ - 01012011611) და გია კოშორიძე (პ/ნ - 01008020934), მთავარი ბუღალტრის მოადგილე, საქართველოს მოქალაქე გიორგი აფაქიძე (პ/ნ 62001024358). შპს ”მაგთიკომის” 51%-იანი წილის მფლობელია იურიდიული პირი ”ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ” (ს/კ 3636090, რეგისტრირებული მისამართზე: აშშ, დელავერის შტატი, 8000, თაუერ პოინტ დრაივი შარლოტი), ხოლო 49%-იანი წილის მფლობელია იურიდიული პირი ”ტელსელ უაიერლეს კომპანი” (ს/კ 8101449, რეგისტრირებული მისამართზე: აშშ, დელავერის შტატი, 19901, დოვერი, ისთ ნორსი 15). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ”ტელსელ უაიერლეს კომპანის” 100%-იანი წილის მფლობელია ”ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი”, რომლის საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეებს წარმოადგენენ გიორგი ჯოხთაბერიძე (პ/ნ - 1008003521) – 51%, ნათელა პატარკაციშვილი (პ/ნ 1017002455) – 6,0237%, ინა გუდავაძე (პასპორტის ნომერი -51№4717496) – 6,0237%, ლიანა ჟმოტოვა (პასპორტის ნომერი- პ/ნ 51№4822618) – 6,0237%, ლია პატარკაციშვილი (პასპორტის ნომერი - 51№4822460) – 6,0237%, ალან მაკინტოში (Alan Macintosh, პასპორტის ნომერი -  801118390) – 4,3374%, ედვარდ სპენსერ ჩერჩილი (Edward Spencer Churchil, პასპორტის ნომერი -504709756) – 4,3374%, ჯამალ ხანი (Jamal Khan,პასპორტის ნომერი -094271837) – 2,1896%, დევიდ როსი (David Ross, პასპორტის ნომერი -601117990) – 2,1687%, ჰიუ ოსმონდი (Hugh Osmond, პასპორტის ნომერი -540680193) – 0,9858%, მარკ ჯონასი (Marc Jonas, პასპორტის ნომერი -540236687) – 0,7886%, მეთიუ ალენი (Matthew Allen, პასპორტის ნომერი - 099283268) – 0,1972%, ედვარდ ჰოუკესი (Edward Hawkes, პასპორტის ნომერი -506812530) – 0,0789%, სტივენ ფარუჯა (Stephen Farrugia, პასპორტის ნომერი - 513256455) - 0,0789%, გრეიდონ ბელინგანი (Graydon Bellingan, პასპორტის ნომერი -761081831) – 0,0789%, აშოკ გუფთა (Ashok Gupta, პასპორტის ნომერი -204781102) – 0,0789%, ჯონ კუსინსი (John Cusins, პასპორტის ნომერი -572234766) – 0,0789%, ზურაბ გოჯიაშვილი (პ/ნ - 1008005830) – 0,3000%, ალექსი ანჩაბაძე (პ/ნ - 1024006335) – 0,3000%, ნოდარ აღდგომელაშვილი (პ/ნ - 1022001097) – 0,3000%, დავით გაჩეჩილაძე (პ/ნ - 1024017635) – 0,3000%, ზურაბ გოჩიტაშვილი (პ/ნ - 1008003926) – 0,3000%, თინათინ ლომაძე (პ/ნ - 1024022922) – 0,3000%, ეკატერინე აღდგომელაშვილი (პ/ნ - 1029003856) – 0,3000%, ლეილა გაჩეჩილაძე (პ/ნ - 1024040589) – 0,3000%, ნინო ვასილევა (პ/ნ - 1024020932) – 0,3000%, მაია ჭავჭანიძე (პ/ნ - 1009007923) – 0,3000% და ”Capital Manegement & Investment” PLC – 6,5061%.  ”Capital Manegement & Investment” PLC -ის მმართველი ორგანოს წევრია ედვარდ სპენსერ ჩერჩილი (Edward Spencer Churchil ,პასპორტის ნომერი -504709756).

კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით შპს ”მაგთიკომი” საკუთარი პასუხისმგებლობით  ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს შპს „მაგთიკომის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 19 აგვისტოს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე            (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                              ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                              აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                              სოფიო ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები