წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 463 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2013

მიღების თარიღი ივლისი 24, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4.3. წამყვანი სპეციალისტი - 7 – 15 - 105”;         

ბ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4.4. სპეციალისტი - 4 – 10 - 40”;

გ) № 2 დანართის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტი – 7“;

დ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის  8.4.  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”8.4. სპეციალისტი - 2 – 10 - 20”;

ე) „საშტატო ერთეულების რაოდენობა - 116-ით”;

ვ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს - 1,790.00-ით.

2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

     

    

       კომისიის თავმჯდომარე                                                                                               კ. კვიტაიშვილი

 

       კომისიის წევრი                                                                                                               ა. სიხარულიძე  

       კომისიის წევრი                                                                                                                ი .მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები