წვდომის მენიუ

„მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყე

ნომერი: 472 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2013

მიღების თარიღი ივლისი 26, 2013

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი N450140000.05.001.017018), რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 25 ივლისს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიას დაეკისრა ვალდებულება კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაადგინოს მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები.

   

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 23 აგვისტოს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილებები მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ (ი.ხარებავა) და საფინანსო (ი.აბულაძე) დეპარტამენტებს დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ (ი.ხარებავა) და საფინანსო (ი.აბულაძე) დეპარტამენტებს.

                                                           

კომისიის წევრები:                                         ა.სიხარულიძე

                                                                                    ი.მოსეშვილი

კომისიის თავმჯდომარე                               კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები