„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2013
მიღების თარიღი ივლისი 26, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი N450140000.05.001.017018), რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 25 ივლისს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიას დაეკისრა ვალდებულება კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაადგინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური მონაცემები.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 23 აგვისტოს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილებები მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის (ს.შავგულიძე) და მაუწყებლობის რეგულირების (ი.მახარაძე) დეპარტამენტებს დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის (ს.შავგულიძე) და მაუწყებლობის რეგულირების (ი.მახარაძე) დეპარტამენტებს.
კომისიის თავმჯდომარე კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრები: ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
