წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №495/24 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 484 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №495/24 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (17.07.2013 №75) მიმართა შპს ”კვესი ჯგუფმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №42 ნებართვით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-7-ის 1-6-1-0-8-ით შეცვლის თაობაზე.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კვესი ჯგუფი“კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №495/24 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №42 ნებართვას, რომელიც ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით - 1-6-0-0-7 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-შვიდი) სარგებლობის უფლებას ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, საქართველოს    ტერიტორიაზე.          

      შპს ”კვესი ჯგუფი” კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომპანია კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №535/15 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსს 1-1-8-0-8 სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო - საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან შპს ”კვესი ჯგუფის” საქმიანობის განხორციელება დაკავშირებულია ბრენდ ”08”-სთან,  კომპანია ითხოვს №42 ნებართვის შესაბამისად მის მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის  1-6-0-0-7 შეცვლას ნუმერაციის რესურსით 1-6-1-0-8.

   კომისია  აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსი 1-6-1-0-8 წარმოადგენს ნუმერაციის თავისუფალ რესურსს, შესაბამისად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია განხორციელდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 27 ივლისისს №495/24 გადაწყვეტილებაში და შპს ”კვესი ჯგუფს”  არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ტერიტორიაზე №42 ნებართვის ფარგლებში განესაზღვროს ნუმერაციის რესურსი 1-6-1-0-8.

       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება ”შპს კვესი ჯგუფისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ” კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №495/24 გადაწყვეტილებაში  და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 1-6-1-0-8 (ერთი-ექვსი-ერთი-ნული-რვა) ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;”

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს “კვესი ჯგუფისთვის” ჩაბარების დღიდან;

 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თამჯდომარე                                                              კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრები:                                                                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები