საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №108 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №108 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 09 აგვისტოს №108 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–14, მე–15 და მე-16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 09 აგვისტოს №108 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–16 (შპს “ICT Solutions”–თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) საკითხის განხილვა შპს “ICT Solutions”–ის უფლებამოსილი პირისათვის კომისიის სხდომის გამართვის დროის, თარიღისა და ადგილის თაობაზე კომისიის შეტყობინების ჩაუბარებლობის გამო, 2013 წლის 16 აგვისტოს, 16:00 საათზე;
2. კომისიის 2013 წლის 09 აგვისტოს №108 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. კომისიის 2013 წლის 09 აგვისტოს №108 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
