საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 15 აპრილის №255/6 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 15 აპრილის №255/6 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2013 წლის 15 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №255/6 ”სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” კერძო მაუწყებლობის №№ B35, B36 და B37 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე”, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომები; კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მე-8 აბზაცის ბ) პუნქტში მითითებული 19,254.38 ლარის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 30,807.00 ლარი, ხოლო გ) პუნქტში მითითებული 30,807.00 ლარის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 19,254.38 ლარი. ასევე გადაწყვეტილების მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული 19,254.38 (ცხრამეტი ათას ორასორმოცდათოთხმეტი და 38) ლარის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 30,807.00 (ოცდაათი ათას რვაასშვიდი და 00) ლარი, ხოლო გადაწყვეტილების მე-14 და მე-15 პუნქტებში მითითებული 30,807.00 (ოცდაათი ათას რვაასშვიდი და 00) ლარის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 19,254.38 (ცხრამეტი ათას ორასორმოცდათოთხმეტი და 38) ლარი. ზემოაღნიშნული ტექნიკური შეცდომების გათვალისწინებით შესაცვლელია ასევე გადაწყვეტილების მე-10 და მე-15 პუნქტებში მითითებული სალიცენზიო გადასახდელის გრაფიკები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 15 აპრილის №255/6 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომების გასწორებით არ იცვლება ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის ოდენობები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2013 წლის 15 აპრილის №255/6 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები, კერძოდ:
ა) სამოტივაციო ნაწილში მე-8 აბზაცის ბ) პუნქტში მითითებული ”19,254.38” შეიცვალოს ”30,807.00”-ით, ხოლო გ) პუნქტში მითითებული ”30,807.00” შეიცვალოს ”19,254.38”-ით;
ბ) გადაწყვეტილების მე-9 პუნქტში მითითებული ”19,254.38” შეიცვალოს ”30,807.00”-ით;
გ) გადაწყვეტილების მე-10 პუნქტში მითითებული ”19,254.38” შეიცვალოს ”30,807.00”-ით და სალიცენზიო გადასახდელის გრაფიკი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2567.25 ლარი – 2013 წლის 15 მაისამდე;
2567.25 ლარი – 2013 წლის 15 ივნისამდე;
2567.25 ლარი – 2013 წლის 15 ივლისამდე;
2567.25 ლარი – 2013 წლის 15 აგვისტომდე;
2567.25 ლარი – 2013 წლის 15 სექტემბრამდე;
2567.25 ლარი – 2013 წლის 15 ოქტომბრამდე;
2567.25 ლარი – 2013 წლის 15 ნოემბრამდე;
2567.25 ლარი – 2013 წლის 15 დეკემბრამდე;
2567.25 ლარი – 2014 წლის 15 იანვრამდე;
2567.25 ლარი – 2014 წლის 15 თებერვლამდე;
2567.25 ლარი – 2014 წლის 15 მარტამდე;
2567.25 ლარი – 2014 წლის 15 აპრილამდე;”
დ) გადაწყვეტილების მე-14 პუნქტში მითითებული ”30,807.00” შეიცვალოს ”19,254.38”-ით;
ე) გადაწყვეტილების მე-15 პუნქტში მითითებული ”30,807.00” შეიცვალოს ”19,254.38”-ით და სალიცენზიო გადასახდელის გრაფიკი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1604.88 ლარი – 2013 წლის 15 მაისამდე;
1604.50 ლარი – 2013 წლის 15 ივნისამდე;
1604.50 ლარი – 2013 წლის 15 ივლისამდე;
1604.50 ლარი – 2013 წლის 15 აგვისტომდე;
1604.50 ლარი – 2013 წლის 15 სექტემბრამდე;
1604.50 ლარი – 2013 წლის 15 ოქტომბრამდე;
1604.50 ლარი – 2013 წლის 15 ნოემბრამდე;
1604.50 ლარი – 2013 წლის 15 დეკემბრამდე;
1604.50 ლარი – 2014 წლის 15 იანვრამდე;
1604.50 ლარი – 2014 წლის 15 თებერვლამდე;
1604.50 ლარი – 2014 წლის 15 მარტამდე;
1604.50 ლარი – 2014 წლის 15 აპრილამდე;”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge) (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
