წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ გელა მეფარიშვილის მფლობელობაში არსებული შპს “სატელიტსერვისის“ წილის 32%-ის ფიზიკურ პირ ნუგზარ ლეჟავას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 500 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 09, 2013

ფიზიკურ პირ გელა მეფარიშვილის მფლობელობაში არსებული შპს “სატელიტსერვისის“  წილის 32%-ის  ფიზიკურ პირ ნუგზარ ლეჟავას  მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2013 წლის 1 ივლისის №33 წერილით მიმართა შპს “სატელიტსერვისმა“, ფიზიკურ პირ გელა მეფარიშვილის მფლობელობაში არსებული შპს “სატელიტსერვისის“  წილის 32%-ის  ფიზიკურ პირ ნუგზარ ლეჟავას მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სატელიტსერვისი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სატელიტსერვისი“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:

  B.1. ტელემაუწყებლობა

           სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “სატელიტსერვისის“ მიერ 2013 წლის  5 ივლისის №35 წერილით კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი 6/3543-13 08.07.2013) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “სატელიტსერვისის“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “სატელიტსერვისის“ შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “სატელიტსერვისის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “სატელიტსერვისის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

შპს “სატელიტსერვისის“ საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საკაბელო ქსელის გამოყენებით ტელემაუწყებლობის ტრანზიტი. შპს “სატელიტსერვისი“ საქმიანობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისში.

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “სატელიტსერვისის“ დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირები: გელა მეფარიშვილი (წილის 32%-ის მფლობელი), შალვა ხურციძე (წილის 25%-ის მფლობელი), ომარ ღიბრაძე (წილის 10%-ის მფლობელი) და ნუგზარ ძოწენიძე (წილის 33%-ის მფლობელი).

შპს “სატელიტსერვისის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 9 ივლისის №10/763-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “სატელიტსერვისის“, შპს “სატელიტსერვისის“ წილის შეძენის მსურველის - ნუგზარ ლეჟავას, ასევე შპს “სატელიტსერვისის“ დამფუძნებლების - შალვა ხურციძის, ომარ ღიბრაძის და ნუგზარ ძოწენიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის  10 ივლისის №10/772-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “სატელიტსერვისის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა  შემოსავლებმა შეადგინა:  2012 წელს - 488344 ლარი; 2013 წლის იანვრის თვეში - 44186 ლარი; თებერვლის თვეში - 44466 ლარი; მარტის თვეში -  44279 ლარი; აპრილის თვეში - 44186 ლარი, მაისის თვეში - 44169 ლარი;

აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ქალაქ ქუთაისში შეადგინა 5045 აბონენტი.

 წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ ქუთაისში მაუწყებლობის  ტრანზიტორი კომპანიების აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “სატელიტსერვისის“ აბონენტების ხვედრითი წილი 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგენს - 52%-ს, ხოლო ქალაქ ქუთაისში მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიების მიერ აბონენტთა მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “სატელიტსერვისის“  შემოსავლების ხვედრითი წილი 2013 წლის იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით შეადგენს - 47%-ს.

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სატელიტსერვისის“ წილის 32%-ის ფიზიკურ პირ ნუგზარ ლეჟავას მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სატელიტსერვისის“ წილის 32%-ის ფიზიკურ პირ ნუგზარ ლეჟავას მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “სატელიტსერვისს“, ფიზიკურ პირ გელა მეფარიშვილის მფლობელობაში არსებული შპს “სატელიტსერვისის“ წილის 32%-ის  ფიზიკურ პირ ნუგზარ ლეჟავას მიერ შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                            სოფიო ბრიტანჩუკი     

         კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე  

    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები