შპს “ბადაგის“ 100% წილის ფიზიკურ პირ თემურ მემანიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2013
შპს “ბადაგის“ 100% წილის ფიზიკურ პირ თემურ მემანიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2013 წლის 12 ივლისს წერილით მიმართა შპს “ბადაგმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/3610-13. 12.07.2013), ფიზიკურ პირ მერაბ მახარობლიშვილის მფლობელობაში არსებული შპს “ბადაგის“ 100% წილის ფიზიკურ პირ თემურ მემანიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ბადაგს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.4. |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “ბადაგის“ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს “ბადაგის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № 6/3610-13. 12.07.2013) შპს “ბადაგის“ წილის 100%-ის მფლობელის მერაბ მახარობლიშვილისაგან შპს “ბადაგის“ წილის 100%-ის თემურ მემანიშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით;
- ინფორმაცია შპს “ბადაგის“ საქმიანობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ბადაგის“ შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ბადაგის“ დამფუძნებელთა შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ბადაგის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ბადაგის“ დამფუძნებელი და წილის 100%-ის მფლობელია მერაბ მახარობლიშვილი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 22 ივლისის №10/861-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “ბადაგის“, აგრეთვე ფიზიკურ პირ თემურ მემანიშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 18 ივლისის №10/843-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ შპს “ბადაგის“ საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტი და აღნიშნულ მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქალაქ თბილისში. შპს “ბადაგის“ აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 213 აბონენტი. შპს “ბადაგის“ შემოსავლებმა 2012 წელს შეადგინა 51944 ლარი, ხოლო 2013 წლის იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით პერიოდში 21098 ლარი. შესაბამისად, შპს “ბადაგის“ აბონენტთა ხვედრითმა წილმა ქალაქ თბილისში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებით მომხმარებლების საერთო რაოდენობაში 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 0,13%, ხოლო ქალაქ თბილისში 2013 წლის იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “ბადაგის“ მიერ მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა ასევე 0,13%.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს “ბადაგის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ თემურ მემანიშვილის მიერ შეძენის შემთხვევაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ბადაგის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ თემურ მემანიშვილის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “ბადაგს“, შპს “ბადაგის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ თემურ მემანიშვილის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
