შპს ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 27 ივნისის № 363/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 16, 2013
შპს ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 27 ივნისის № 363/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია I სტერეომ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/318-13, 01.08.13) საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი ჩართვების სიგნალის სინქრონიზაციისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 27 ივნისს N 363/13 გადაწყვეტილებით შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” მიენიჭა 67მჰც±1მჰც სიხშირე საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი ჩართვების მობილური რადიოსარელეო სადგურის სიგნალის სინქრონიზაციისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებითო კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადით. შპს ”ტელეკომპანია I სტერეომ” მოითხოვა, კომისიის 2008 წლის 27 ივნისს N 363/13 გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული 67მჰც±1მჰც სიხშირის შეცვლა, ანალოგიური სიგანის სიხშირული ზოლს მქონე სიხშირით, მცირე ხელშეშლების და დიფრაგირებად 300 მჰც დიაპაზონში.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა რა ზემოაღნიშნული საკითხი, შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის” საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი ჩართვების მობილური რადიოსარელეო სადგურის სიგნალის სინქრონიზაციისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებული 67მჰც±1მჰც სიხშირის შეცვლა ანალოგიური ზოლის სიგანის მქონე 357მჰც±1მჰც სიხშირით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება შპს ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ კომისიის 2008 წლის 27 ივნისის № 363/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” 357მჰც±1მჰც სიხშირე საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი ჩართვების მობილური რადიოსარელეო სადგურის სიგნალის სინქრონიზაციისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადით”;
2. აღირიცხოს შპს ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელეკომპანია I სტერეოსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილ
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
