წვდომის მენიუ

ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 52 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2013

მიღების თარიღი იანვარი 25, 2013

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ე) და თ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 31 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/1524-12), სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წლის 7 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „სტუდია მაესტროს“ წერილი N6/6382-12, რომლის შესაბამისად, კომპანია ითხოვს კომისიისაგან, რამოდენიმე მაუწყებლის, მათ შორის ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“  სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების გადაცემას. როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული,  კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე, კომისიამ 2012 წლის 12 ნოემბერს  წერილობით (12.11.2012 N04/2638-12)  მიმართა მაუწყებლებს  და მოსთხოვა, სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების კომისიაში წარმოდგენა. 2012 წლის 20 ნოემბრის  წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/6718-12)  ააიპ მედია ცენტრმა  „ღია აფხაზეთისათვის“  კომისიას აცნობა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელ ხელშეკრულებებს კომისიაში ახლო მომავალში  წარმოადგენდა; 2012 წლის 21 დეკემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/7434-12) ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ კომისიაში წარმოადგინა მხოლოდ შპს „ბასტი-ბუბუს“ სანებართვო წერილი და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება.

სამსახურებრივი ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ 2012 წლის 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რის შედეგადაც  გამოირკვა, რომ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, კომისიაში აღნიშნული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, ანთავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების ფილმებს. კერძოდ, 2012 წლის 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადეში განათავსა შემდეგი ფილმები: „Love and other drugs“, “13”, “Pope Joan”, “How to train your dragon”, “The extra man”, “Kung fu  panda 2”, “The three musketeers”, “Morning glory”, “Meet the parents”, “Mission impossible II”, “I want  you”, “Con air”, “Déjà vu”, “Tarzan”, “The bounty hunter”, “Oceans twelve”, “Notting hill”, “Six days, seven nights”, “Carmen’s kiss”, “Honeydripper”, “Maenner herzen”, “The guest room”, “Death at a funeral”, “Miss congeniality”, “I love you, Man”, “RED”, “Shoot’em up”, “Heartbreaker”, “Broken hill”, “The twilight saga: new moon”, “Closer”, “Cars”, “10 things I hate about you”, “The karate kid”, “Justin Time”. 

სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებს ფილმებს პირველადი წარმოების ენაზე, რუსულ ენაზე სუბტიტრირებით; კერძოდ, 2012 წლის 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განთავსდა – “Top gun”, “Crank: high voltage”, “Indiana Jones and the kingdom of crystal skull”, “Shoot’em up”, “The yes man”. ამავე დროს, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ  სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია მთელი რიგი მუსიკალური კლიპებისა, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი არ არის.

            კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის  17 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებისა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2013  წლის 25 იანვარს  16:00 საათზე, რის თაობაზეც ააიპ მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“  ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (17.01.2013 N03/131-13) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 25 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი დათეშიძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე აღიარა დარღვევის ფაქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (27.12.2012 - N10/1524-12);

2. შპს „სტუდია მაესტროს“ წერილი (07.11.2012 კომისიაში რეგისტრაციის N6/6382-12);

3. ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

5. ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის NB24 და NB32 ლიცენზიები;

6. კომისიის მიერ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“  გაგზავნილი შეტყობინება  17.01.2013 N03/131-13;

7. კომისიის მიერ  ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ გაგზავნილი წერილი 12.11.2012 N04/2638-12;

8. კომისიაში ააიპ მედია ცენტრის  „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 20 ნოემბრის წერილი (N6/6618-12 კომისიაში რეგისტრაციის);

9. კომისიაში ააიპ მედია ცენტრის  „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 21 დეკემბრის წერილი (N6/7434-12 კომისიაში რეგისტრაციის);

10. კომისიის 2013 წლის 25 იანვრის სხდომაზე ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფლობს კერძო მაუწყებლობის NB24 და NB32 ლიცენზიებს, რომლებიც ითვალისწინებენ სიხშირული სპექტრისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობას;

2. ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“, როგორც კერძო მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და კერძო მაუწყებლობის NB24 და NB32  ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულებები.

3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ, ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ 2012 წლის 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგადაც  გამოირკვა, რომ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში კომისიაში აღნიშნული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების ფილმებს. კერძოდ, 2012 წლის 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადეში განათავსა შემდეგი ფილმები: „Love and other drugs“, “13”, “Pope Joan”, “How to train your dragon”, “The extra man”, “Kung fu  panda 2”, “The three musketeers”, “Morning glory”, “Meet the parents”, “Mission impossible II”, “I want  you”, “Con air”, “Déjà vu”, “Tarzan”, “The bounty hunter”, “Oceans twelve”, “Notting hill”, “Six days, seven nights”, “Carmen’s kiss”, “Honeydripper”, “Maenner herzen”, “The guest room”, “Death at a funeral”, “Miss congeniality”, “I love you, Man”, “RED”, “Shoot’em up”, “Heartbreaker”, “Broken hill”, “The twilight saga: new moon”, “Closer”, “Cars”, “10 things I hate about you”, “The karate kid”, “Justin Time”.  ამავე დროს, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ  სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია მთელი რიგი მუსიკალური კლიპებისა, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში არ არის წარმოდგენილი.

4. ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია;

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2.     „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.      „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლებისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.

4. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესებთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  ჟ) პუნქტის შესაბამისად, საჯარო გადაცემა განმარტებულია, როგორც ნაწარმოების,  შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს.  კერძოდ, ავტორი, ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

7.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად,  სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში  მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის შესაბამისად:

„1. არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.“

11. „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს  საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულ გამონაკლისი შემთხვევისა;  ამავე მუხლის ბ) პუნქტის შესაბამისად, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე)  წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსონ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით;

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

13. ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მ), ო) და რ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ ვალდებულია:

- მაუწყებლობის პროცესში დაცივას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

- კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლით გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

                15. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული  ააიპ მედია ცენტრის  „ღია აფხაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადის 2012 წლის 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ:

ა) ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები ( „Love and other drugs“, “13”, “Pope Joan”, “How to train your dragon”, “The extra man”, “Kung fu  panda 2”, “The three musketeers”, “Morning glory”, “Meet the parents”, “Mission impossible II”, “I want  you”, “Con air”, “Déjà vu”, “Tarzan”, “The bounty hunter”, “Oceans twelve”, “Notting hill”, “Six days, seven nights”, “Carmen’s kiss”, “Honeydripper”, “Maenner herzen”, “The guest room”, “Death at a funeral”, “Miss congeniality”, “I love you, Man”, “RED”, “Shoot’em up”, “Heartbreaker”, “Broken hill”, “The twilight saga: new moon”, “Closer”, “Cars”, “10 things I hate about you”, “The karate kid”, “Justin Time”) და  რიგი მუსიკალური კლიპები, აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების  გარეშე, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ასევე კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მ),  და რ) ქვეპუნქტების დარღვევას;

ბ)  ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“  საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ მხატვრულ ფილმებს, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 511 მუხლის პირველი პუნტის და  „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) და ბ) პუნქტებისა და  კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის ო),  და რ) ქვეპუნქტების დარღვევას;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან, ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით,  არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის არც ერთი სახე, ააიპ „მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“ უნდა მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 511 მუხლის პირველი პუნქტის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, და  „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) და ბ) პუნქტების, ასევე კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მ),  ო) და რ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების“ მე-8 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ე) და თ) ქვეპუნქტების, 511 მუხლის პირველი პუნტის, 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე,  42-ე და 58-ე მუხლების, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კერჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს გაფრთხილება ააიპ მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისათვის“  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის,   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 511 მუხლის პირველი პუნქტის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18  მუხლის  მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) და ბ) პუნქტების, ასევე კერძო მაუწყებლობის NB24 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების ა) და გ) პუნქტების და კერძო მაუწყებლობის NB32 ლიცენზიის მ),  ო) და რ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. ააიპ მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ აეკრძალოს სამაუწყებლო ბადეში, სამაუწყებლო პროდუქციის განთავსება, ამ სამაუწყებლო პროდუქციის  საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და კომისიაში წარმოდგენის გარეშე;

3. ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“ უზრუნველყოს სამაუწყებლო ბადეში მხატვრული ფილმების განთავსება , „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლისა და „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათის“  ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტას (ი. მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

                კომისიის თავმჯდომარის

                მოვალეობის შემსრულებელი                                                    კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები