წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №113 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 530 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2013

მიღების თარიღი აგვისტო 30, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №113 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 30 აგვისტოს №113 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-16 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 30 აგვისტოს №113 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეექვსე საკითხის (ფიზიკურ პირ რომან კუსიანის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ) განხილვა  2013 წლის 06 სექტემბერს, 16:00 საათზე, დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე;

2. კომისიის 2013 წლის 30 აგვისტოს №113 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები