საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაშიცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 30, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაშიცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.10. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.10. მექანიკოსი - 1 – 875.00 – 875.00”;
ბ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.11. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.11. მნე - 1 – 625.00 – 625.00”;
გ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.12. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.12. ელექტრიკოსი - 1 – 625.00 – 625.00”;
დ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.13. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.13. კავშირგაბმულობის სპეციალისტი - 1 – 500.00 – 500.00”;
ე) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.14. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.14. კომისიის ოფისის დამლაგებელი - 7 – 531.50 – 3,720.50”;
ვ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.15. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.15. რადიომონიტორინგის სტაციონარული სადგურის დამლაგებელი - 2 – 312.50 – 625.00”;
ზ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.16. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4.16. რადიომონიტორინგის სტაციონარული სადგურის დარაჯი - 6 – 312.50 – 1,875.00”;
თ) ხელფასის განაკვეთი განისაზღვროს - 17,264.50-ით.
ი) ხელფასის განაკვეთის საერთო ჯამი განისაზღვროს - 35,474.50-ით.
2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
