შპს ”სანიტარისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 9 აგვისტოს № 492/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2013
მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2013
შპს ”სანიტარისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 9 აგვისტოს № 492/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”სანიტარმა” (რეგისტრირებული ვაკის რ-ის სასამართლოს მიერ, რეგ. №5/4-1968; ს.კ. № 204927240) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/346-13, 23.08.13) ქ. რუსთავში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 9 აგვისტოს N 492/7 გადაწყვეტილებით შპს ”სანიტარს” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 559 ნებართვა და მიენიჭა 414.175 მჰც და 419.275 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში, ერთი წლის ვადით. მინიჭებული 419.275 მჰც სიხშირე არ შეესაბამება კომპანიის სარგებლობაში არსებულ აპარატურის მონაცემებს, შპს ”სანიტარმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა რა ზემოაღნიშნული საკითხი, შესაძლებლად მიაჩნია შპს ”სანიტარისთვის” ქ. რუსთავში მინიჭებული 419.275 მჰც სიხშირის შეცვლა 160.600 მჰც სიხშირით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება შპს ”სანიტარისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის 2013 წლის 9 აგვისტოს № 492/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1.მიეცეს შპს ”სანიტარს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 559 ნებართვა და მიენიჭოს 414.175 მჰც და 160.600 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;
2.აღირიცხოს შპს ”სანიტარისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სანიტარისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
