წვდომის მენიუ

შპს ”S-ინვესტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 28 ივნისის № 412/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შე

ნომერი: 546 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2013

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2013

შპს  ”S-ინვესტისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 28 ივნისის № 412/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”S-ინვესტმა” (რეგისტრირებული  საჯარო რეესტრის  მიერ, ს.კ. № 404894030)  კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის №7/333-13, 14.08.13)  ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 28 ივნისის N 412/7  გადაწყვეტილებით შპს ”S-ინვესტს” მიეცა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  № F 538  ნებართვა და მიენიჭა 165.950  მჰც  და  171.750  მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით.   მინიჭებული 165.950  მჰც  და  171.750  მჰც სიხშირეები არ შეესაბამება  კომპანიის სარგებლობაში არსებულ აპარატურის მონაცემებს, შპს ”S-ინვესტმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლა.

კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა რა ზემოაღნიშნული საკითხი, შესაძლებლად მიაჩნია შპს ”S-ინვესტისთვის”  ქ. თბილისში მინიჭებული 165.950  მჰც  და  171.750  მჰც სიხშირეების შეცვლა 150.375  მჰც  და  156.250  მჰც სიხშირეებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება  შპს ”S-ინვესტისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ კომისიის 2013 წლის 28 ივნისის № 412/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1.მიეცეს შპს ”S-ინვესტს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 538   ნებართვა  და მიენიჭოს 150.375 მჰც  და  156.250  მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;

2.აღირიცხოს შპს ”S-ინვესტისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”S-ინვესტისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები