უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2013
მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2013
უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ განიხილა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№11.3-09/11219, 15.07.2013) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის YALTA – 98.50 MHz მინიჭებული სიხშირის კოორდინაციის შესახებ (Geneva 84 გეგმის მოდიფიკაცია).
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის რადიოგადამცემი სადგურის ფუნქციონირება არ წარმოქმნის მავნე რადიოხელშეშლებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რადიოსადგურებისთვის და რეგიონალური შეთანხმება Geneva 84–ის მე–4 თავის შესაბამისად (რომელიც მოიცავს სიხშირეთა კოორდინაციის პროცედურებს) YALTA – 98.50 MHz შეიძლება ჩაითვალოს კოორდინირებულად.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის YALTA – 98.50 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე ამ წერილის (№ 11.3-09/11219, 15.07.2013) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ, № 6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
