წვდომის მენიუ

ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის”განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

ნომერი: 56 / 12

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2013

მიღების თარიღი იანვარი 25, 2013

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულმა პირმა  ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა”  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/07-12, 08.01.13) და მოითხოვა  მისთვის კომისიის 2012 წლის 10 იანვრის N17/15 გადაწყვეტილებით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის - 901 105 105 ხელახალი ვადით მინიჭება.

    კომისია აღნიშნავს, რომ   არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ  ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს” კომისიის 2012 წლის 10 იანვრის №17/15 გადაწყვეტილებით დამხარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 901 105 105, 2012 წლის 10 იანვრიდან,  2013 წლის  10 იანვრამდე;

   კომისია აღნიშნავს, რომ

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის 20 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების (საქართველოს კანონი №5546-რს)  შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 თებერვლიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით.

2. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ასევე  უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.          

3. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნუმერაციის რესურსი არაავტორიზებულ პირებს ნებართვის გარეშე ენიჭებათ შემდეგ  შემთხვევებში:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ - უვადოდ;

ბ) საზოგადოებრივი (ევრონომერი) სამსახურებითვის (რომლის სრული ფორმატი 6 ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე)  - შესაბამისი საქმიანობის ვადით;

გ) საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5 ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) - შესაბამისი საქმიანობის ვადით;

დ) საფოსტო კავშირით მომსახურების განმახორციელებლ პირებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის (რომლის სრული ფორმატი 5 ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე)   - შესაბამისი საქმიანობის ვადით;

ე) რკინიგზის სადგურების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 4 ციფრიანი) - შესაბამისი საქმიანობის ვადით.

4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დანართი N3-ისა და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი ფორმატით 901 XXX XXX გათვალისწინებულია ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის და ექვემდებარება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის საფუძველზე გაცემას.

         კომისია აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი  ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი” არ წარმოადგენს კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელზედაც აღნიშნული დებულების შესაბამისად, შესაძლებელია ნუმერაციის რესურსის მინიჭება; ამავე დროს, კომპანია არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა ნუმერაციის რესურსის ნებართვის გაცემა არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველყოფისთვის.

       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ ”არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს” მის მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის მინიჭებაზე და არ უნდა დაკმაყოფილდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის  ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” 2013 წლის 8 იანვრის №7/07-13 განცხადება.

       საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,    კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ ”არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს” ნუმერაციის რესურსის მინიჭებაზე და  2013 წლის 8 იანვრის №08/111-01 განცხადების დაკმაყოფილებაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი  ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის” ჩაბარებისთანავე; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრები:                                                                                          კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები