საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N469/18 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 25, 2013
მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N469/18 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2013 წლის 26 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №469/18, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მე-2 გვერდზე, მე-4 აბზაცში მითითებული სიტყვების ,,1 ხმა 3 ხმის წინააღმდეგ“ ნაცვლად უნდა იყოს მითითებული სიტყვები ,,1 ხმა 2 ხმის წინააღმდეგ“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №469/18 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მე-2 გვერდზე, მე-4 აბზაცში მითითებული სიტყვების ,,1 ხმა 3 ხმის წინააღმდეგ“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები ,,1 ხმა 2 ხმის წინააღმდეგ“;
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
