წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №117 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 570 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2013

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №117 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 23 სექტემბერს №117 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 23 სექტემბერს №117 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–14 საკითხის (შპს „სტუდია ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) განხილვა დაინტერესებული პირის კომისიის სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, 2013 წლის 27 სექტემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2.       კომისიის 2013 წლის 23 სექტემბერს №117 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.       გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები