წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 580 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2013

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2013

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  დავით არაბიძემ (კომისიაში რეგისტრაციის №7/358-13, 30.08.2013) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 5 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №B13035443/3  ინდივიდუალური მეწარმე „დავით არაბიძის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

                კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე “დავით არაბიძეზე“  კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზია,  კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირეები ზოლის სიგანით: 10168 ±14მგჰც;  10518 ±14მგჰც; 10196 ±14მგჰც და 10546 ±14მგჰც თერჯოლა - ბაღდათის საკომუნიკაციო მაგისტრალზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 სექტემბრამდე.

                კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დავით არაბიძის განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F32 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

                ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F32 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 22 ოქტომბერს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  დავით არაბიძისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5.    გადაწყვეტილება ძალაში შედის დავით არაბიძისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

6.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები