საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2013
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ივლისს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 25 ივლისს, კომისიას დაევალა ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში მაუწყებლებისგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა. კერძოდ, 70-ე მუხლის მე-4, 41 და 42 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებლების მიერ წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოფინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობიდან მიღებული შემოსავლის თაობაზე, ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ანგარიშგების ფორმები კომისიას წარუდგინოს ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. აღნიშნული ფორმები კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ფორმების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ამასთანავე, კომისიამ უნდა განასაჯაროვოს იმ პირების ვინაობა, რომელთა მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.
კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 დანართი N1-ით განსაზღვრულ სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმებში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დანართ 1-ს დაემატოს ფორმა 1.5 თანდართული რედაქციით (დანართი 1);
ბ) დანართ 1-ის კლასიფიკატორი 1 შეიცვალოს თანდართული რედაქციით (დანართი 2);
გ) გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ გადაწყვეტილების დანართი #1-ით განსაზღვრული ფორმები, გარდა ფორმა 1.5-ისა, ატვირთულ იქნას შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა, ხოლო ფორმა 1.5 არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ფორმები ატვირთულ უნდა იქნას ელექტრონული ფორმატით“.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან; 2013 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის მონაცემები ატვირთულ იქნას 2013 წლის 15 ოქტომბრამდე.
3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების:
ა) გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
ბ) ელექტრონული კომუნიკაციების ან/და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის დაგზავნა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
დანართი 1
ფორმა 1.5 (მაუწყებლის შემოსავალი შესაბამისი წყაროების მიხედვით) ივსება კვარტალში ერთხელ
|
ველი |
განმარტება |
|
თვე |
კვარტლის შესაბამისი თვეები. თითოეული თვის მონაცემები ივსება ცალ-ცალკე |
|
მაუწყებლობის სახე |
ტელევიზია/რადიო |
|
პირი |
ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვისგანაც მიღებულ იქნა შემოსავალი (მათ შორის მაუწყებლის მფლობელი/მფლობელები) |
|
მომსახურების სახეობა |
რეკლამა სპონსორობა შემოწირულობა ტელეშოფინგი ინტერაქტივი განცხადებები კონტენტის რეალიზება და საეთერო დროის გაყიდვა გადაცემის განთავსება ტექნიკური მომსახურება სხვა |
|
შემოსავალი |
შესაბამისი შემოსავალი |
დანართი 2
კლასიფიკატორი 1
|
მომსახურება |
მომსახურების ქვეკატეგორია |
|
VoIP საცალო მომსახურება |
სააბონენტო გადასახადი ქსელში ჩართვა წუთობრივი სხვა |
|
მაუწყებლობის ტრანზიტი |
ვიდეოთეკით მომსახურება სააბონენტო გადასახადი ტექნიკური მომსახურება სხვა |
|
მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო მომსახურება |
MMS SMS ვიდეოზარი მობილური ტელევიზია მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი როუმინგი სააბონენტო გადასახადი საკრედიტო მომსახურება სერვისის აქტივაციის საფასური ქსელში ჩართვა წუთობრივი სხვა |
|
საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება |
გაფართოებული ურთიერთჩართვა ლოკალური და გლობალური ინტერნეტი საერთაშორისო ინტერნეტი საქართველოს ლოკალურ ქსელებში წვდომა სხვა |
|
საბითუმო ხმოვანი მომსახურება |
ტრანზიტი ურთიერთჩართვა არარეზიდენტ ოპერატორებთან ურთიერთჩართვა რეზიდენტ ოპერატორებთან - დაშვების კოდით მომსახურებიდან ურთიერთჩართვა რეზიდენტ ოპერატორებთან - მოძრავი საკომუნიკაციო ქსელიდან ურთიერთჩართვა რეზიდენტ ოპერატორებთან - ფიქსირებული სადენიანი/უსადენო ქსელიდან სხვა |
|
სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება |
სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება ფინანსური ოპერაცია |
|
სხვა საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურება |
არხების იჯარა გრანტით მიღებული თანხა, რომელიც აღიარებულია საბითუმო შემოსავლად ინსტალაცია მომსახურების გადაყიდვით მიღებული შემოსავალი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის მომსახურება საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების მომსახურება ქსელის იჯარა ჯარიმები სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე სხვა |
|
სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება |
VPN ქსელებით მომსახურება გრანტით მიღებული თანხა, რომელიც აღიარებულია საცალო შემოსავლად ინსტალაცია ინტელექტუალური ნომრებით მომსახურება მომსახურების დროებით შეჩერების სერვისი საინფორმაციო საცნობარო მომსახურება (118 XX ნომრებით მომსახურება) საკუთარი დაშვების კოდით სხვა ავტორიზებული პირის ქსელიდან განხორციელებული ზარები სატელეგრაფო მომსახურება სატელეკომუნიკაციო ტექნიკის იჯარა სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება სატელეკომუნიკაციო ტექნიკის შეკეთება/შეცვლა სატელეფონო ზარი შეკვეთით ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით მომსახურება ფასიანი ნომრების რეალიზაციით მიღებული თანხა ჯარიმები სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ჰოსტინგი სხვა |
|
ფიქსირებული სადენიანი ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება |
სააბონენტო გადასახადი ქსელში ჩართვა სხვა |
|
ფიქსირებული სადენიანი ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო ხმოვანი მომსახურება |
სააბონენტო გადასახადი სერვისის აქტივაციის საფასური ტელეფონის დადგმა ქსელში ჩართვა ქსელში ჩართვის აღდგენა წუთობრივი სხვა |
|
ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება |
სააბონენტო გადასახადი ქსელში ჩართვა სხვა |
|
ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო ხმოვანი მომსახურება |
SMS სააბონენტო გადასახადი სერვისის აქტივაციის საფასური ქსელში ჩართვა წუთობრივი სხვა |
|
ქსელის ელემენტებთან დაშვება |
ანძების იჯარა თანალოკაციის ფართის იჯარა მაგისტრალური საკომუნიკაციო არხების იჯარა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის იჯარა საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების იჯარა სპილენძის სახაზო-საკაბელო წყვილების იჯარა სხვა |
