შპს “NIKNET“-ის 100% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ნოზაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2013
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2013
შპს “NIKNET“-ის 100% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ნოზაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2013 წლის 4 სექტემბერს №01-003 წერილით მიმართა შპს “NIKNET“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/4818-13. 04.09.2013), ფიზიკური პირების მერაბ გოგობერიშვილის (წილის 70%-ის მფლობელი), დავით ხმალაძის (წილის 10%-ის მფლობელი), ოთარ მაქაძის (წილის 10%-ის მფლობელი) და იაშა ჭელიძის (წილის 10%-ის მფლობელი) მფლობელობაში არსებული შპს “NIKNET“-ის 100% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ნოზაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “NIKNET“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|||||
|
A.F.3. |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|||||
|
B.F.2 |
. ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “NIKNET“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს “NIKNET“-ის 2013 წლის 4 სექტემბერს №01-003 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/4818-13. 04.09.2013) ფიზიკური პირების მერაბ გოგობერიშვილის (წილის 70%-ის მფლობელი), დავით ხმალაძის (წილის 10%-ის მფლობელი), ოთარ მაქაძის (წილის 10%-ის მფლობელი) და იაშა ჭელიძის (წილის 10%-ის მფლობელი) მფლობელობაში არსებული შპს “NIKNET“-ის 100% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ნოზაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
- ინფორმაცია შპს “NIKNET“-ის დამფუძნებელთა შესახებ;
- ინფორმაცია შპს “NIKNET“-ის საქმიანობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “NIKNET“-ის შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “NIKNET“-ის აბონენტების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “NIKNET“-ის ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად შპს “NIKNET“-ის დამფუძნებლები არიან: მერაბ გოგობერიშვილი (წილის 70%-ის მფლობელი), დავით ხმალაძე (წილის 10%-ის მფლობელი), ოთარ მაქაძე (წილის 10%-ის მფლობელი) და იაშა ჭელიძე (წილის 10%-ის მფლობელი)
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 10 სექტემბრის №10/1120-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “NIKNET“-ის, აგრეთვე ფიზიკურ პირ გიორგი ნოზაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 9 სექტემბრის №10/1115-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “NIKNET“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს 2013 წლის აგვისტოს თვეში და შესაბამისად, შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სტატისტიკური ანგარიშგების ბაზაში არ ფიქსირდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს “NIKNET“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ნოზაძის მიერ შეძენის შემთხვევაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “NIKNET“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ნოზაძის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “NIKNET“-ს, შპს “NIKNET“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ნოზაძის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “NIKNET“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
