კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის გადაცემაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან თანხმობის მიღების თაობაზე შპს „ტელეკომპანია აისის“ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2013
მიღების თარიღი სექტემბერი 27, 2013
კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის გადაცემაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან თანხმობის მიღების თაობაზე შპს „ტელეკომპანია აისის“ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 23 იანვარს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/471-13) მიმართა შპს „ტელეკომპანია აისმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N205188615) კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული იგეგმებოდა შპს ”ტელეკომპანია აისის” და შპს ”ტელეიმედის” შერწყმა და შერწყმის შედეგად სამართალმემკვიდრედ შპს ”ტელეიმედის” განსაზღვრა. 2013 წლის 6 სექტემბერს კომისიაში ასევე შემოვიდა შპს ”ტელეიმედის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/689-13), რომლითაც კომპანია ადასტურებდა შპს „ტელეიმედისა“ და შპს „ტელეკომპანია აისის“ შერწყმასთან დაკავშირებულ განზრახვას.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, 2013 წლის 15 თებერვალს, კომისიაში შემოვიდა შპს ”იბერია ტვ”-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/876-13), რომელშიც კომპანია აღნიშნავდა, რომ შპს „იბერია ტვ“-ს, რომელიც წარმოადგენდა კერძო მაუწყებლობის №B106 (ყოფილი ლიცენზია №702) ლიცენზიის მფლობელს, 2004 წლის ბოლოს უკანონოდ ჩამოერთვა მაუწყებლობის NB106 ლიცენზია (ყოფილი ლიცენზია N702); შესაბამისად, შპს „იბერია ტვ“ კომისიისგან ითხოვდა კომისიის კომპეტენციის ფარგლებში საკითხის შესწავლას და ამავე დროს, აღნიშნული ლიცენზიის რაიმე სახით გამოყენების აკრძალვას. 2013 წლის 5 აპრილს შპს ”იბერია ტვ”-მ კომისიაში წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განჩინება, შპს ”ტელეკომპანია აისის” საკუთრებაში არსებულ კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის №B106 ლიცენზიაზე ყადაღის დადების თაობაზე (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/1825-13).
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 5 აპრილის კომისიის №236/22 გადაწყვეტილებით შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე შპს „ტელეკომპანია აისის“ 2013 წლის 23 იანვრის №6/471-13 განცხადებაზე, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელობასთან დაკავშირებით სასამართლო დავის გადაწყვეტამდე/შეწყვეტამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 17 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ”ტელეკომპანია აისის” და შპს ”ტელეიმედის” წერილები, (კომისიაში რეგისტრაციის №6/5115-13 და №6/5114-13) რომლითაც კომპანიები ითხოვენ კომისიის 2013 წლის 5 აპრილის №236/22 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე შპს „ტელეკომპანია აისის“ 2013 წლის 23 იანვრის №6/471-13 განცხადებაზე შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია აისის“ კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის შპს „ტელეიმედისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე შპს „ტელეკომპანია აისის“ 2013 წლის 23 იანვარის №6/471-13 განცხადებაზე შპს ”ტელეკომპანია აისის” და შპს ”ტელეიმედის” განცხადებების საფუძველზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია აისისთვის“ და შპს „ტელეიმედისთვის” გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.ჯავახიძე);
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
