წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: 593 / 6

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2013

 

შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს ტელეკომპანია „I სტერეომ“ (№7/366-13, 04.09.2013), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ ფლობს  კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიას 2013 წლის 3 ოქტომბრამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ანტენის განთავსების

ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის

სიმ.მიწის

ზედ. მ.

სატელევიზიო

არხი

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის

საშ. რადიუსი კმ.

1

ბათუმი

41E43 ; 41N41

110

53

1.0

25

2

ყვარლის რ-ნი,

სანავარდო

45E46 ; 41N58

55

10

0.8

20

3

გორი

44E03 ; 42N02

165

36

3.0

30

4

ბოლნისი

44E32 ; 41N26

40

39

2.0

25

5

ბორჯომის რ-ნი, სოფ.ცხრა წყარო

43E31 ; 41N42

40

3

1.0

6

ახალქალაქი

43E25 ; 41N21

55

37

1.0

15

7

ქუთაისი

42E44 ; 42N17

60

23

3.0

30

8

საჩხერე

43E24 ; 42N21

40

22

0.5

15

9

სენაკი

42E05; 42N17

25

28

0.5

15

10

ზუგდიდი

41E52 ; 42N30

30

37

1.0

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე, კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №351/22  გადაწყვეტილებით  შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის ფარგლებში ფლობს მეტრული დიაპაზონის მე-7  სატელევიზიო არხს (გამოსახულების გადამტანი სიხშირე - 183.25მჰც, ბგერის გადამტანი სიხშირე - 189.75მჰც);   მეტრული დიაპაზონის   მე-7  სატელევიზიო არხზე  გამოყენებული გადამცემის სიმძლავრე - 2.0 კვტ; ანტენის განთავსების ადგილი - ურთას მთა; ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან - 30მ; გეოგრაფიული კოორდინატები  N42024’40’’ , E41049’15’’ (დასაშვებია  კოორდინატის ცვლილება -350მ რადიუსში); გადამცემი ანტენის პარამეტრები:

ა)  ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არაუმეტეს   10 dB;

ბ)  მაქსიმალური გასხივების  აზიმუტი - 3150,  ჰორიზონტალურ სიბრტყეში  სხივის გახსნილობის კუთხით  ± 200  3 dB დონეზე;

გ) გასხივების მილევის კოეფიციენტი აზიმუტალურ სექტორში ( 900 - დან   1800 –  მდე),- არაუმცირეს   25 dB;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილ უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე  განცხადება, რომელიც დათარიღებულია 2013 წლის 3 სექტემბრით, კომისიაში წარმოდგენილია 2013 წლის 4 სექტემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2013 წლის 6 სექტემბრის №550/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 308,528.44 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/5573-13, 03.10.2013წ.).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის გადასახდელი სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება განხორციელდა ანალოგური მაუწყებლობისათვის, იმავე გეოგრაფიული ზონებისა და არსებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში.

კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად. 2006 წლის 5 დეკემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება N10 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ანალოგური საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განისაზღვრა 25 სამაუწყებლო ზონა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №384 ბრძანებულებით  დამტკიცდა რეგიონალური შეთანხმება „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961) ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში პირველ რაიონში (პირველი რაიონის ნაწილები მდებარეობს აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“. ზემოაღნიშნული რეგიონალური შეთანხმების ფინალური აქტების (ჟენევა 2006) შესაბამისად, შეთანხმებაზე ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე.

კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების ზემოაღნიშნულ რეგიონალურ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიის მიერ 2011 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება №2 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა, ნაცვლად 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონისა.

კომისია დამატებით მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიით  განსაზღვრული სამაუწყებლო ზონები  არ შეესაბამება ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ საეთერო  ციფრული სამაუწყებლო მომსახურების არც ერთ ზონას, რაც თავის მხრივ, შემდგომ (ლიცენზიის მოქმედების პერიოდში) ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (2015 წლის 17 ივნისამდე) წარმოშობს შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოდიფიცირების აუცილებლობას, აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონების ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რა დროსაც აუცილებელი გახდება სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სალიცენზიო პირობებში უნდა აისახოს კომისიის უფლებამოსილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განახორციელოს  შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის პირობების მოდიფიცირება და შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება, აღნიშნული ლიცენზიის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (შეთანხმებებთან) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2013 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ დირექტორი ზვიად ამირიძე, რომელმაც დაადასტურა კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა ასევე დააზუსტა რომ მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 6 საათი.

 კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტისა და 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიას 2013 წლის 4 ოქტომბრიდან 2023 წლის 4 ოქტომბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.ა)

N

ანტენის განთავსების

ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის

სიმ.მიწის

ზედ. მ.

სატელევიზიო

არხი

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის

საშ. რადიუსი კმ.

1

ბათუმი

41E43 ; 41N41

110

53

1.0

25

2

ყვარლის რ-ნი,

სანავარდო

45E46 ; 41N58

55

10

0.8

20

3

გორი

44E03 ; 42N02

165

36

3.0

30

4

ბოლნისი

44E32 ; 41N26

40

39

2.0

25

5

ბორჯომის რ-ნი, სოფ.ცხრა წყარო

43E31 ; 41N42

40

3

1.0

6

ახალქალაქი

43E25 ; 41N21

55

37

1.0

15

7

ქუთაისი

42E44 ; 42N17

60

23

3.0

30

8

საჩხერე

43E24 ; 42N21

40

22

0.5

15

9

სენაკი

42E05; 42N17

25

28

0.5

15

10

ზუგდიდი

41E52 ; 42N30

30

37

1.0

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გ.ბ.) მეტრული დიაპაზონის მე-7  სატელევიზიო არხი (გამოსახულების გადამტანი სიხშირე - 183.25მჰც, ბგერის გადამტანი სიხშირე - 189.75მჰც);   მეტრული დიაპაზონის  მე-7  სატელევიზიო არხზე  გამოყენებული გადამცემის სიმძლავრე - 2.0 კვტ; ანტენის განთავსების ადგილი - ურთას მთა; ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან - 30მ; გეოგრაფიული კოორდინატები  N42024’40’’ , E41049’15’’ (დასაშვებია  კოორდინატის ცვლილება -350მ რადიუსში); გადამცემი ანტენის პარამეტრები:

გ.ბ.ა)  ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არაუმეტეს   10 dB;

გ.ბ.ბ)  მაქსიმალური გასხივების  აზიმუტი - 3150,  ჰორიზონტალურ სიბრტყეში  სხივის გახსნილობის კუთხით  ± 200  3 dB დონეზე;

გ.ბ.გ) გასხივების მილევის კოეფიციენტი აზიმუტალურ სექტორში ( 900 - დან   1800 –  მდე),- არაუმცირეს   25 dB;

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 6 საათი.

3. შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

პ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ჟ) „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961)  ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში პირველ რაიონში (პირველი რაიონის ნაწილები მდებარეობენ აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“ რეგიონალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კანონმდებლობით განსაზღვრული თარიღისათვის,  კომისია უფლებამოსილია ამ ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, განახორციელოს კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოდიფიცირება, მათ შორის სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება რა დროსაც ლიცენზიის მფლობელს არ წარმოეშვება კომისიისგან კომპენსაციის მიღების უფლება, ხოლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ამავე პუნქტის საფუძველზე მოდიფიცირებული სალიცენზიო პირობების დაცვით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელება;

რ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

ტ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

4. შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 308,528.44 (სამასრვა ათას ხუთასოცდარვა და 44) ლარს.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის –– 308,528.44 (სამასრვა ათას ხუთასოცდარვა და 44) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;

51,500.00 ლარი – 2013 წლის 4 დეკემბრამდე;

25,750.00 ლარი – 2014 წლის 4 იანვრამდე;

25,750.00 ლარი – 2014 წლის 4 თებერვლამდე;

25,750.00 ლარი – 2014 წლის 4 მარტამდე;

25,750.00 ლარი – 2014 წლის 4 აპრილამდე;

25,750.00 ლარი – 2014 წლის 4 მაისამდე;

25,750.00 ლარი – 2014 წლის 4 ივნისამდე;

25,750.00 ლარი – 2014 წლის 4 ივლისამდე;

25,750.00 ლარი – 2014 წლის 4 აგვისტომდე;

25,750.00 ლარი – 2014 წლის 4 სექტემბრამდე;

25,278.44 ლარი – 2014 წლის 4 ოქტომბრამდე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია „I სტერეოსთვის“გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მისი დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია „I სტერეოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე-3 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები