წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №120 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 594 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №120 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 04 ოქტომბრის №120 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას)

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2013 წლის 04 ოქტომბრის №120 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2013 წლის 04 ოქტომბრის №120 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

კარლო  კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ირაკლი  მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები