წვდომის მენიუ

შპს ”გლობალ სელისთვის მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ

ნომერი: 605 / 15

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2013

შპს ”გლობალ სელისთვის მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი  №7/399-13, 25.09.13) მიმართა  შპს ”გლობალ სელმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის  (MNC) გამოყოფის თაობაზე.

          კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ სელი ” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

1.        B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

·      ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·      საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·      საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·      ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

2.       B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

·      ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·      მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·      როუმინგული კავშირით  მომსახურება.

3.    B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

·      ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

·      მულტიმედიური მომსახურება;

·      ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

·      მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

   კომისია  აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის  №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განისაზღვრა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის სტრუქტურა და  ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,   მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის (MNC)  სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) მიერ დამტკიცებული  E.212  და „ევროპის სატელეკო­მუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ ( „ETSI“)  მიერ დამტკიცებული  ETS 300 523  რეკომენდაციების შესაბამისად; ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) ენიჭებათ კომისიის მიერ  - შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.     

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ”გლობალ სელს” უნდა მიენიჭოს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-07  მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიცირებისთვის  ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

            ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”გლობალ სელს”, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU)   E.212  და „ევროპის სატელეკო­მუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ („ETSI“) ETS 300 523  რეკომენდაციების შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-07 მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიცირებისთვის  ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

2. ეცნობოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირს (ITU)  შპს ”გლობალ სელისთვის”  მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) 282-07 გამოყოფის თაობაზე, მისი  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოსაქვეყნებლად.      

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ.          

4. ეცნობოს შპს ”გლობალ სელს” მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები