წვდომის მენიუ

შპს ”TV კვირიკეს”კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 609 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2013

 

შპს ”TV კვირიკეს”კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/525-12, 03.10.2012წ.) მიმართა შპს ”TV კვირიკემ” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიად; განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საზოგადოების მოთხოვნა უფრო მეტად არის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, კომპანია მიიჩნევს, რომ მოდიფიცირების შემდგომ გაიზრდება ტელემაყურებელთა რაოდენობა და კომპანიის სარეკლამო შემოსავლები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”TV კვირიკე” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიას  კომისიის 2012 წლის 24 დეკემბრის №818/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 24 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;

          კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”TV კვირიკეს” კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები გაწერილია სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობისთვის, შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში ცვლილება უნდა შევიდეს  შპს ”TV კვირიკეს” კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ლიცენზიის სახეობასთან.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ  სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია ასევე მიუთითებს, რომ კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრულ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს (რომლის შესაბამისად კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას უპირატესობა ენიჭებოდა კერძო საერთო მაუწყებლობასთან მიმართებით) ვადა გაუვიდა 2013 წლის 18 აპრილს, რის გამოც აღნიშნული ვერ გახდება ლიცენზიანტის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება.

              „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”TV კვირიკეს” კერძო მაუწყებლობის №B133 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 4 ნოემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე   (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”TV კვირიკესთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები