წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 610 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4.2. მთავარი სპეციალისტი - 7 –25 – 175”;             

ბ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.4. სპეციალისტი - 3 –10 – 30”;

გ) № 2 დანართის მე-6 პუნქტის 6.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6.2. მთავარი სპეციალისტი - 4 –25 – 100”;               

დ) № 2 დანართის მე-6 პუნქტის 6.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6.3. სპეციალისტი - 1 –10 – 10”;                                  

ე) № 2 დანართის მე-7 პუნქტის 7.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7.3. წამყვანი სპეციალისტი - 6 –15 – 90”;

ვ) № 2 დანართის მე-7 პუნქტის 7.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7.4. სპეციალისტი - 1 –10 – 10”;                                  

ზ) № 2 დანართის მე-9 პუნქტის 9.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”9.2. მთავარი სპეციალისტი - 3 –25 – 75”;                 

თ) № 2 დანართის მე-9 პუნქტის 9.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”9.3. წამყვანი სპეციალისტი - 3 –15 – 45”;

ი) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის (შმკ) ჯამი განისაზღვროს – 820.00–ით;

კ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს - 1,830.00-ით.

2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                  ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                  ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები