საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2013
მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი განსაზღვრულია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისთვის/ მსმენელებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ლ) პუნქტის შესაბამისად, კერძო მაუწყებლობა განსაზღვრულია, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართვერლოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1) პუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა განსაზღვრულია როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას;
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული მაუწყებლობა განსაზღვრულია, როგორც ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობას წარმოადგენს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობაა 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას“ და შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტს“ შორის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” შესაბამისად, 2013 წლის 16 მაისს გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად (ტენდერის კოდი: SPA 130010790; შესყიდვის კატეგორია CPV- 73200000), გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (N5/06–13–1). 2013 წლის 05 ივნისს, კომისიასა და შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოდგენდა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით საზოგადოებრივი კვლევის შესყიდვა და შესაბამისად „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრს №10 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონებში (Geo 261, Geo 259, Geo 257, Geo 258, Geo 256, Geo 255, Geo 253, Geo 252, Geo 250) საქართველოს მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და გამოკითხვის შედეგების ანალიზის წარმოდგენა თითოეულ სამაუწყებლო ზონაზე განცალკევებულად, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეროვნული მაუწყებლობისათვის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
კომისიის მიერ დაკვეთილ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული უნდა ყოფილიყო შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა სათემო ტელემაუწყებლობაზე და საზოგადოების იმ ნაწილთა განსაზღვრა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სათემო ტელემაუწყებლობა;
ბ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა სათემო რადიოუწყებლობაზე და საზოგადოების იმ ნაწილთა განსაზღვრა რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სათემო რადიო მაუწყებლობა;
გ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული ტელე მაუწყებლობის თემატიკისადმი;
დ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის თემატიკისადმი;
ე) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე;
ვ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე;
საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარეობდა 2013 წლის 3 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით (2700 ინტერვიუ). რის შემდეგაც განხორციელდა ლოგიკური კონტროლი, მონაცემთა შეყვანა, წმენდა, დამუშავება, ხოლო საბოლოოდ კვლევის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით აიგო აღწერილობით - ანალიტიკური ანგარიში.
2013 წლის 15 აგვისტოს კომისიასა და შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის 2013 წლის 05 ივნისის N5/06–13–1 ხელშეკრულების მე–2 მუხლის 2.4 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის მიღება-ჩაბარების აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კერძოდ, 9 სამაუწყებლო ზონაში, გარდა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა. გამოსაკითხი რესპოდენტების შერჩევისას გამოყენებულ იქნა სააღწერო უბნების მონაცემთა ბაზა, საქართველოს მოსახლების 2002 წლის აღწერიდან. გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობა 18+.
შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისად, შერჩევისათვის გამოყენებულ იქნა სამსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. სტრატიფიკაციის პირველ დონეს წარმოადგენდა სამაუწყებლო ზონა. შერჩევის მთელი მოცულობა გადანაწილდა 9 სამაუწყებლო ზონაში თითოეულში არსებული სტრატების ზომის პროპორციულად.
სტრატიფიკაციის მეორე დონეს წარმოადგენდა ყოველი სტრატის დაყოფა რეგიონებად. შერჩევის მეორად ერთეულს (Secondary Sampling Unit - SSU) წარმოადგენდა შინამეურნეობა. უკვე შერჩეულ პირველად ერთეულებში, შერჩევის მეორადი ერთეულების შერჩევა განხორციელდა „შემთხვევითი ხეტიალის“ მეთოდით. ყოველ ინტერვიუერს მიეცა „შემთხვევითი ხეტიალის“ დეტალური ინსტრუქცია. საბოლოო შერჩევის ერთეულს (Finally Sampling Unit-FSU) წარმოადგენდა რესპონდენტი. რესპონდენტის შერჩევა შინამეურნეობაში
განხორციელდა ბოლო დაბადების დღის პრინციპის გამოყენებით, ხოლო მონაცემების შეწონვა მოხდა შემდეგი პარამეტრებით: (1) რეგიონი, (2) დასახლების ტიპი, (3) სქესი, (4) ასაკი. მოცემული წონა გამოყენებულ იქნა მონაცემების განზოგადებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის“ მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის დასრულებული ანალიზის წარმოდგენის შემდგომ, 2013 წლის 23 აგვისტოს, კომისიის N526/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 23 სექტემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 23 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ ლიცენზიის მაძიებლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოქვეყნდა ტელერადიომაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის დასრულებული ანგარიში, რის შემდეგ გაიმართა კვლევის შედეგების განხილვა, დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომაზე, დამსწრე საზოგადოების მიერ გამოთქმული წინადადებები და მოსაზრებები აისახა კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის ზეპირი მოსმენის N31 სხდომის ოქმში. კერძოდ, ააიპ „სტუდია რე“–ს დირექტორმა (მ. ყუფარაძემ) განაცხადა, რომ BBC–ს ტრანსსერვისთან ერთად ახორციელებენ პროექტს სათემო რადიოების ჩამოყალიბებისთვის. ეს პროექტი ითვალისწინებს ნინოწმიდასა და მარნეულში სათემო რადიოების დაარსებას. 2006 წლიდან 2012 წლამდე კომპანიას კომისიაში 5–ჯერ ჰქონდა შემოტანილი საკონკურსო განაცხადი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე. ააიპ „სტუდია რე“–ს დირექტორმა გამოთქვა იმედი, რომ კომისია საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მომავალში გამოაცხადებს კონკურსებს სათემო რადიომაუწყებლობაზე. ამასთან საერთაშორისო ორგანიზაცია - „აირექსის“ პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ (ლ. ჩახუნაშვილმა) კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება საშუალება, რომ გამოიყენოს სათემო მაუწყებლობა, როგორც განვითარების ინსტრუმენტი, რასაც ძალიან ბევრი ქვეყანა წარმატებით იყენებს, ვინაიდან წარმოდგენილი კვლევა ამის საშუალებას იძლევა და ინტერესი ამ ტიპის მაუწყებლობაზე, თანდათან მოიმატებს;
მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, სატელევიზიო გადაცემების კატეგორიების ყურებადობა განსაზღვრულია შემდეგნაირად:
|
ზონა – 250 1. საინფორმაციო 2. თოქ–შოუ/გასართობი 3. იუმორისტული გადაცემები 4. თოქ–შოუ/პოლიტიკური 5. სერიალები |
ზონა – 252 1. საინფორმაციო 2. თოქ–შოუ/გასართობი 3. იუმორისტული გადაცემები 4. თოქ–შოუ/პოლიტიკური 5. მხატვრული ფილმები 6. სერიალები |
|
ზონა – 253 1. საინფორმაციო 2. თოქ–შოუ/პოლიტიკური 3. თოქ–შოუ/გასართობი 4. იუმორისტული გადაცემები 5. მხატვრული ფილმები 6. სერიალები |
ზონა – 255 1. საინფორმაციო 2. მხატვრული ფილმები 3. თოქ–შოუ/გასართობი 4. სერიალები 5. იუმორისტული გადაცემები 6. მუსიკალური 7. თოქ–შოუ/პოლიტიკური |
|
ზონა – 256 1. საინფორმაციო 2. თოქ–შოუ/გასართობი 3. მხატვრული ფილმები 4. იუმორისტული გადაცემები 5. სერიალები 6. თოქ–შოუ/პოლიტიკური |
ზონა – 257 1. საინფორმაციო 2. თოქ–შოუ/გასართობი 3. თოქ–შოუ/პოლიტიკური 4. იუმორისტული გადაცემები 5. მხატვრული ფილმები 6. სერიალები |
|
ზონა – 258 1. საინფორმაციო 2. მხატვრული ფილმები 3. სერიალები 4. იუმორისტული გადაცემები 5. თოქ–შოუ/გასართობი 6. თოქ–შოუ/პოლიტიკური |
ზონა – 259 1. საინფორმაციო 2. მხატვრული ფილმები 3. სერიალები 4. თოქ–შოუ/გასართობი 5. თოქ–შოუ/პოლიტიკური 6. იუმორისტული გადაცემები |
|
ზონა – 261 1. საინფორმაციო 2. თოქ–შოუ/გასართობი 3. იუმორისტული გადაცემები 4. მხატვრული ფილმები 5. სერიალები 6. თოქ–შოუ/პოლიტიკური 7. მუსიკალური |
საქართველო – 1. საინფორმაციო 2. თოქ–შოუ/გასართობი 3. მხატვრული ფილმები 4. იუმორისტული გადაცემები 5. თოქ–შოუ/პოლიტიკური 6. სერიალები 7. მუსიკალური 8. შემეცნებითი 9. სპორტული 10. დოკუმენტური ფილმები |
მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, დეფიციტური სატელევიზიო გადაცემების კატეგორიები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
|
ზონა – 250 1. შემეცნებითი 2. საბავშვო გადაცემები 3. იუმორისტული გადაცემები 4. მხატვრული ფილმები 5. მუსიკალური 6. თოქ–შოუ/გასართობი |
ზონა – 252 1. შემეცნებითი 2. მხატვრული ფილმები 3. დოკუმენტური ფილმები 4. იუმორისტული გადაცემები 5. ანალიტიკური გადაცემები 6. საბავშვო გადაცემები |
|
ზონა – 253 1. შემეცნებითი 2. საბავშვო გადაცემები 3. მხატვრული ფილმები 4. დოკუმენტური ფილმები 5. ანალიტიკური გადაცემები 6. სპორტული |
ზონა – 255 1. შემეცნებითი 2. მხატვრული ფილმები 3. თოქ–შოუ/გასართობი 4. საბავშვო გადაცემები 5. მუსიკალური 6. სპორტული |
|
ზონა – 256 1. შემეცნებითი 2. ქართული ფილმები 3. მხატვრული ფილმები 4. საბავშვო გადაცემები 5. დოკუმენტური ფილმები 6. იუმორისტული გადაცემები |
ზონა – 257 1. შემეცნებითი 2. მხატვრული ფილმები 3. სპორტული 4. ქართული ფილმები 5. თოქ–შოუ/გასართობი 6. დოკუმენტური ფილმები |
|
ზონა – 258 1. მხატვრული ფილმები 2. შემეცნებითი 3. დოკუმენტური ფილმები 4. იუმორისტული გადაცემები 5. სპორტული 6. საინფორმაციო |
ზონა – 259 1. შემეცნებითი 2. დოკუმენტური ფილმები 3. მხატვრული ფილმები 4. ჟურნალისტური გამოძიება 5. საბავშვო გადაცემები 6. ანალიტიკური გადაცემები |
|
ზონა – 261 1. მხატვრული ფილმები 2. შემეცნებითი 3. საბავშვო გადაცემები 4. მუსიკალური 5. იუმორისტული გადაცემები 6. დოკუმენტური ფილმები 7. ჟურნალისტური გამოძიება |
საქართველო – 1. შემეცნებითი 2. მხატვრული ფილმები 3. საბავშვო გადაცემები 4. დოკუმენტური ფილმები 5. ანალიტიკური გადაცემები 6. ჟურნალისტური გამოძიება 7. თოქ–შოუ/გასართობი 8. იუმორისტული გადაცემები 9. სპორტული 10. მუსიკალური |
მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, დადგინდა ის ტელემაუწყებლობები, რომელთა დამატებასაც ისურვებდნენ რესპონდენტები. მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის მიხედვით ტელემაუწყებლობის პრიორიტეტული მიმართულებები, 9 სამაუწყებლო ზონის მიხედვით და საქართველოს მთელი მასშტაბით განსაზღვრულია შემდეგნაირად:
|
ზონა – 250 1. სათემო ტელემაუწყებლობა 2. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 3. საერთო ტელემაუწყებლობა |
ზონა – 252 1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 2. საერთო ტელემაუწყებლობა 3. სათემო ტელემაუწყებლობა |
|
ზონა – 253 1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 2. სათემო ტელემაუწყებლობა 3. საერთო ტელემაუწყებლობა |
ზონა – 255 1. საერთო ტელემაუწყებლობა 2. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 3. სათემო ტელემაუწყებლობა |
|
ზონა – 256 1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 2. სათემო ტელემაუწყებლობა 3. საერთო ტელემაუწყებლობა |
ზონა – 257 1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 2. სათემო ტელემაუწყებლობა 3. საერთო ტელემაუწყებლობა |
|
ზონა – 258 1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 2. სათემო ტელემაუწყებლობა 3. საერთო ტელემაუწყებლობა |
ზონა – 259 1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 2. სათემო ტელემაუწყებლობა 3. საერთო ტელემაუწყებლობა |
|
ზონა – 261 1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 2. საერთო ტელემაუწყებლობა 3. სათემო ტელემაუწყებლობა |
საქართველო – 1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა 2. სათემო ტელემაუწყებლობა 3. საერთო ტელემაუწყებლობა |
მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, რადიო გადაცემების კატეგორიების სმენადობა განსაზღვრულია შემდეგნაირად:
|
ზონა – 250 1. მუსიკალური 2. საინფორმაციო 3. თოქ–შოუ/მსმენელთან 4. სპორტული 5. იუმორისტულ/გასართობი 6. შემეცნებითი 7. თოქ–შოუ/სტუმართან 8. საინფორმაციო ანალიტიკური |
ზონა – 252 1. მუსიკალური 2. საინფორმაციო 3. სპორტული 4. იუმორისტულ/გასართობი 5. თოქ–შოუ/სტუმართან 6. თოქ–შოუ/მსმენელთან 7. საინფორმაციო ანალიტიკური 8. შემეცნებითი |
|
ზონა – 253 1. მუსიკალური 2. საინფორმაციო 3. თოქ–შოუ/მსმენელთან 4. იუმორისტულ/გასართობი 5. თოქ–შოუ/სტუმართან 6. შემეცნებითი 7. სპორტული 8. საინფორმაციო ანალიტიკური |
ზონა – 255 1. მუსიკალური 2. საინფორმაციო 3. სპორტული 4. იუმორისტულ/გასართობი 5. შემეცნებითი 6. თოქ–შოუ/მსმენელთან 7. თოქ–შოუ/სტუმართან 8. საინფორმაციო ანალიტიკური |
|
ზონა – 256 1. მუსიკალური 2. საინფორმაციო 3. იუმორისტულ/გასართობი 4. თოქ–შოუ/მსმენელთან 5. თოქ–შოუ/სტუმართან 6. შემეცნებითი 7. სპორტული 8. საინფორმაციო ანალიტიკური |
ზონა – 257 1. მუსიკალური 2. საინფორმაციო 3. შემეცნებითი 4. საინფორმაციო ანალიტიკური 5. თოქ–შოუ/მსმენელთან 6. სპორტული 7. თოქ–შოუ/სტუმართან 8. იუმორისტულ/გასართობი |
|
ზონა – 258 1. საინფორმაციო 2. მუსიკალური 3. არცერთს 4. თოქ–შოუ/მსმენელთან 5. თოქ–შოუ/სტუმართან 6. იუმორისტულ/გასართობი 7. სპორტული 8. საინფორმაციო ანალიტიკური 9. შემეცნებითი |
ზონა – 259 1. მუსიკალური 2. საინფორმაციო 3. შემეცნებითი 4. იუმორისტულ/გასართობი 5. თოქ–შოუ/სტუმართან 6. თოქ–შოუ/მსმენელთან 7. სპორტული 8. საინფორმაციო ანალიტიკური 9. არცერთს |
|
ზონა – 261 1. საინფორმაციო 2. მუსიკალური 3. იუმორისტულ/გასართობი 4. თოქ–შოუ/სტუმართან 5. თოქ–შოუ/მსმენელთან 6. სპორტული 7. შემეცნებითი 8. საინფორმაციო ანალიტიკური 9. არცერთს |
საქართველო – 1. მუსიკალური 2. საინფორმაციო 3. იუმორისტულ/გასართობი 4. თოქ–შოუ/მსმენელთან 5. სპორტული 6. თოქ–შოუ/სტუმართან 7. შემეცნებითი 8. საინფორმაციო ანალიტიკური 9. არცერთს |
მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, დეფიციტური რადიო გადაცემების კატეგორიები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
|
ზონა – 250 1. შემეცნებითი 2. თოქ–შოუ/გასართობი 3. იუმორისტული გადაცემები 4. ანალიტიკური გადაცემები 5. სპორტული 6. ჟურნალისტური გამოძიება 7. საინფორმაციო 8. თოქ–შოუ/პოლიტიკური 9. საბავშვო გადაცემები 10. სოციალური 11. არცერთს |
ზონა – 252 1. იუმორისტული გადაცემები 2. ანალიტიკური გადაცემები 3. შემეცნებითი 4. თოქ–შოუ/გასართობი 5. ჟურნალისტური გამოძიება 6. საინფორმაციო 7. სპორტული 8. საბავშვო გადაცემები 9. მუსიკალური |
|
ზონა – 253 1. შემეცნებითი 2. იუმორისტული გადაცემები 3. საბავშვო გადაცემები 4. ანალიტიკური გადაცემები 5. თოქ–შოუ/გასართობი 6. სოციალური 7. სპორტული 8. მუსიკალური 9. საინფორმაციო 10. ჟურნალისტური გამოძიება 11. ბუნების შესახებ |
ზონა – 255 1. იუმორისტული გადაცემები 2. შემეცნებითი 3. მუსიკალური 4. თოქ–შოუ/გასართობი 5. საბავშვო გადაცემები 6. საინფორმაციო 7. სპორტული 8. ანალიტიკური გადაცემები 9. ჟურნალისტური გამოძიება |
|
ზონა – 256 1. არცერთს 2. შემეცნებითი 3. იუმორისტული გადაცემები 4. ანალიტიკური გადაცემები 5. თოქ–შოუ/გასართობი 6. სპორტული 7. საინფორმაციო 8. საბავშვო გადაცემები 9. ჟურნალისტური გამოძიება 10. სოციალური 11. მუსიკალური |
ზონა – 257 1. შემეცნებითი 2. საინფორმაციო 3. თოქ–შოუ/გასართობი 4. მუსიკალური 5. ანალიტიკური გადაცემები 6. სოციალური 7. სპორტული 8. ჟურნალისტური გამოძიება 9. იუმორისტული გადაცემები |
|
ზონა – 258 1. შემეცნებითი 2. იუმორისტული გადაცემები 3. მუსიკალური 4. სპორტული 5. საბავშვო გადაცემები 6. საინფორმაციო 7. სოციალური |
ზონა – 259 1. შემეცნებითი 2. ჟურნალისტური გამოძიება 3. ანალიტიკური გადაცემები 4. საბავშვო გადაცემები 5. თოქ–შოუ/გასართობი 6. იუმორისტული გადაცემები 7. სპორტული 8. მუსიკალური 9. თოქ–შოუ/პოლიტიკური 10. საინფორმაციო |
|
ზონა – 261 1. საბავშვო გადაცემები 2. შემეცნებითი 3. იუმორისტული გადაცემები 4. მუსიკალური 5. ჟურნალისტური გამოძიება 6. ანალიტიკური გადაცემები 7. საინფორმაციო 8. თოქ–შოუ/გასართობი |
საქართველო – 1. შემეცნებითი 2. იუმორისტული გადაცემები 3. ანალიტიკური გადაცემები 4. თოქ–შოუ/გასართობი 5. ჟურნალისტური გამოძიება 6. საბავშვო გადაცემები 7. სპორტული 8. მუსიკალური 9. საინფორმაციო 10. სოციალური 11. არცერთს |
მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, დადგინდა ის რადიომაუწყებლობები, რომელთა დამატებასაც ისურვებდნენ რესპონდენტები. მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევის შესაბამისად, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტული მიმართულებები, 9 სამაუწყებლო ზონის მიხედვით და საქართველოს მთელი მასშტაბით განსაზღვრულია შემდეგნაირად:
|
ზონა – 250 1. სათემო რადიომაუწყებლობა 2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა 3. საერთო რადიომაუწყებლობა |
ზონა – 252 1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა 2. საერთო რადიომაუწყებლობა 3. სათემო რადიომაუწყებლობა |
|
ზონა – 253 1. სათემო რადიომაუწყებლობა 2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა 3. საერთო რადიომაუწყებლობა |
ზონა – 255 1. საერთო რადიომაუწყებლობა 2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა 3. სათემო რადიომაუწყებლობა |
|
ზონა – 256 1. სათემო რადიომაუწყებლობა 2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა 3. საერთო რადიომაუწყებლობა |
ზონა – 257 1. სათემო რადიომაუწყებლობა 2. საერთო რადიომაუწყებლობა 3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა |
|
ზონა – 258 1. სათემო რადიომაუწყებლობა 2. საერთო რადიომაუწყებლობა 3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა |
ზონა – 259 1. სათემო რადიომაუწყებლობა 2. საერთო რადიომაუწყებლობა 3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა |
|
ზონა – 261 1. სათემო რადიომაუწყებლობა 2. საერთო რადიომაუწყებლობა 3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა |
საქართველო – 1. სათემო რადიომაუწყებლობა 2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა 3. საერთო რადიომაუწყებლობა |
კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
– ყველაზე მოთხოვნადი ტელემაუწყებლობა, რომლის დამატებასაც ისურვებდნენ კვლევაში მონაწილე რესპონდეტები არის სპეციალიზებული ტელემაუწყებლობები. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესაბამისად, იკვეთება ის სპეციალიზებული სამაუწყებლო არხები, რომლებიც რესპოდენტებს სურთ რომ დაემატოს ქართულ ტელესივრცეს. კერძოდ, რესპოდენტთა უმრავლესობა ისურვებდა შემეცნებითი სამაუწყებლო არხების დამატებას.
– საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ საზოგადოებას ასევე ინტერესი აქვს სათემო ტელემაუწყებლობისადმი. საქართველოს მასშტაბის მონაცემების მიხედვით გამოკითხულთა 40% ისურვებდა სათემო ტელემაუწყებლობის დამატებას.
– ყველაზე ნაკლები მოთხოვნა საერთო ტელემაუწყებლობაზეა. აღნიშნული შეიძლება აიხსნას საერთო მაუწყებლობების საკმარისი რაოდენობით, თუმცა ცალსახაა, რომ საერთო მაუწყებლების ლიცენზიანტების მიერ შეთავაზებული საინფორმაციო გადაცემებების მიმართ რესპოდენტებს აქვთ სტაბილური ინტერესი, ასევე საერთო მაუწყებლობის ფარგლებში საზოგადოების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები. შესაბამისად, დამატებითი საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მოთხოვნის მაჩვენებელი შედარებით მოკრძალებულია;
– კვლევის შედეგად დადგინდა ის კატეგორიები, რომელთა დეფიციტსაც განიცდის ქართული რადიო სადგურები დღეს. რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით ქართულ რადიო სივრცეს აკლია შემეცნებითი გადაცემები.
– კვლევის შედეგად იკვეთება, რომ სპეციალიზებული რადიოს დამატების სურვილს გამოთქვამს საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 23%, არ ისურვებდა სპეციალიზებული არხის დამატებას 21%, ხოლო რადიოს დამატების საჭიროებას ვერ ხედავს გამოკითხულ რესპონდენთა 35%. აღსანიშნავია სამი სამაუწყებლო ზონა, სადაც უფრო ისურვებდნენ სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის დამატებას ვიდრე არ ისურვებდნენ, ესენია: ზონა N255, ზონა N256, ზონა N257. ასევე აღსანიშნავია სამაუწყებლო ზონები სადაც რესპოდენტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ რადიოს დამატების საჭიროება არ არის, ეს სამუწყებლო ზონებია: ზონა N261, ზონა N253, ზონა N252, ზონა N259, ზონა N250, ზონა N258.
– საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ საერთო რადიომაუწყებლობის დამატების სურვილს გამოთქვავს N255, N256 და N257 სამაუწყებლო ზონები. დანარჩენ სამაუწყებლო ზონებში ჭარბობს უარყოფითი პასუხები - არ ვისურვებდი დამატებას ან არ არის რადიოს დამატების საჭიროება. მაგალითად, N250 სამაუწყებლო ზონაში გამოკითხულ რესპონდეტთა 60% მიიჩნევს, რომ საერთო რადიოს დამატება საჭირო არ არის და მხოლოდ 2% ისურვებდა საერთო რადიომაუწყებლის დამატებას, ასევე სამაუწყებლო ზონა N258–ში გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ საერთო რადიოს დამატება არ არის საჭირო, ხოლო საქართველოს მასშტაბით განზოგადებული მონაცემების მიხედვით იკვეთება, რომ საერთო რადიომაუწყებლობის დამატების სურვილს გამოთქვამს გამოკითხულთა მხოლოდ 21%.
– რაც შეეხება სათემო რადიომაუწყებლობას, კვლევის შედეგად ირკვევა, რომ გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ სასურველი იქნებოდა სათემო რადიომაუწყებლობის დამატება, ხოლო 14% არ ისურვებდა სათემო რადიომაუწყებლობის დამატებას, 35% არ მიიჩნევს სათემო რადიოს დამატებას საჭიროდ. თუ განვიხილავთ მოცემულ საკითხს სამაუწყებლო ზონების მიხედვით გამოვყოფთ იმ სამაუწყებლო ზონებს, რომლებშიც მოსახლეობის უმეტესობამ გამოთქვა სათემო რადიოს არსებობის სურვილი, ეს ზონებია: ზონა 257, ზონა 253, ზონა 256 და ზონა 255.
– აღსანიშნავია ტენდენცია, რომელიც იკვეთება საქართველოს მასშტაბით განზოგადებული მონაცემების შემთხვევაში, კერძოდ ის, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი (35%) საერთოდ არ მიიჩნევს საჭიროდ რომელიმე ტიპის მაუწყებლობის დამატებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის კვლევა (თან ერთვის) ცნობილ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
2. ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსები გამოცხადდეს ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების გათვალისწინებით;
3. კერძო საერთო ან სპეციალიზებული ტელე ან რადიო მაუწყებლობის და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსები გამოცხადდეს ცალ-ცალკე, სალიცენზიო განაცხადების (მოთხოვნის) გათვალისწინებით; კონკურსის გამოცხადებისას და ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებისას, კომისიამ იხელმძღვანელოს წინამდებარე გადაწყვეტილებით კერძო მაუწყებლობის თითოეული სახისთვის (კერძო, სათემო) და სახეობისთვის (საერთო და სპეციალიზბული) დადგენილი ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებით და თითოეულ სალიცენზიო განაცხადზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;
4. სათემო მაუწყებლობაზე კონკურსები გამოცხადდეს ცალკე გამოყოფილ სიხშირულ დიაპაზონში;
5. ტელემაუწყებლობის პრიორიტეტები დადგინდეს შემდეგი თანმიმდევრობით, შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:
ა) საქართველოს ტერიტორია (ეროვნული მაუწყებლობა):
1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
2. სათემო ტელემაუწყებლობა
3. საერთო ტელემაუწყებლობა
ბ) სამაუწყებლო ზონა Geo 250:
1. სათემო ტელემაუწყებლობა
2. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
3. საერთო ტელემაუწყებლობა
გ) სამაუწყებლო ზონა Geo 252:
1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
2. საერთო ტელემაუწყებლობა
3. სათემო ტელემაუწყებლობა
დ) სამაუწყებლო ზონა Geo 253:
1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
2. სათემო ტელემაუწყებლობა
3. საერთო ტელემაუწყებლობა
ე) სამაუწყებლო ზონა Geo 255:
1. საერთო ტელემაუწყებლობა
2. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
3. სათემო ტელემაუწყებლობა
ვ) სამაუწყებლო ზონა Geo 256:
1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
2. სათემო ტელემაუწყებლობა
3. საერთო ტელემაუწყებლობა
ზ) სამაუწყებლო ზონა Geo 257:
1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
2. სათემო ტელემაუწყებლობა
3. საერთო ტელემაუწყებლობა
თ) სამაუწყებლო ზონა Geo 258:
1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
2. სათემო ტელემაუწყებლობა
3. საერთო ტელემაუწყებლობა
ი) სამაუწყებლო ზონა Geo 259:
1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
2. სათემო ტელემაუწყებლობა
3. საერთო ტელემაუწყებლობა
კ) სამაუწყებლო ზონა Geo 261 ზონა:
1. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
2. საერთო ტელემაუწყებლობა
3. სათემო ტელემაუწყებლობა
6. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს სპეციალიზებული შემეცნებითი მაუწყებლობა; სპეციალიზებული სხვა თემატიკის ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადებისას, იმ შემთხვევაში თუ არ არის მოთხოვნა სპეციალიზებულ შემეცნებით ტელემაუწყებლობაზე, კომისიამ იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული დეფიციტური ტელეპროგრამების გათვალისწინებით;
7. რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დადგინდეს შემდეგი თანმიმდევრობით, შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:
ა) საქართველოს ტერიტორია (ეროვნული მაუწყებლობა):
1. სათემო რადიომაუწყებლობა
2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
3. საერთო რადიომაუწყებლობა
ბ) სამაუწყებლო ზონა Geo 250:
1. სათემო რადიომაუწყებლობა
2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
3. საერთო რადიომაუწყებლობა
გ) სამაუწყებლო ზონა Geo 252:
1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
2. საერთო რადიომაუწყებლობა
3. სათემო რადიომაუწყებლობა
დ) სამაუწყებლო ზონა Geo 253:
1. სათემო რადიომაუწყებლობა
2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
3. საერთო რადიომაუწყებლობა
ე) სამაუწყებლო ზონა Geo 255:
1. საერთო რადიომაუწყებლობა
2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
3. სათემო რადიომაუწყებლობა
ვ) სამაუწყებლო ზონა Geo 256:
1. სათემო რადიომაუწყებლობა
2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
3. საერთო რადიომაუწყებლობა
ზ) სამაუწყებლო ზონა Geo 257:
1. სათემო რადიომაუწყებლობა
2. საერთო რადიომაუწყებლობა
3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
თ) სამაუწყებლო ზონა Geo 258:
1. სათემო რადიომაუწყებლობა
2. საერთო რადიომაუწყებლობა
3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
ი) სამაუწყებლო ზონა Geo 259:
1. სათემო რადიომაუწყებლობა
2. საერთო რადიომაუწყებლობა
3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
კ) სამაუწყებლო ზონა Geo 261 ზონა:
1. სათემო რადიომაუწყებლობა
2. საერთო რადიომაუწყებლობა
3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
8. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს სპეციალიზებული შემეცნებითი მაუწყებლობა; სპეციალიზებული სხვა თემატიკის რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადებისას, იმ შემთხვევაში თუ არ არის მოთხოვნა სპეციალიზებულ შემეცნებით რადიომაუწყებლობაზე, კომისიამ იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული დეფიციტური რადიოპროგრამების გათვალისწინებით;
9. წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები ძალაშია 2015 წლის 05 ნოემბრამდე;
10. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირული სპექტრის განაწილება, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში;
11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნება;
12. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების (ი. მახარაძე) და ადმინისტრაციულ (ი. ხარებავა) დეპარტამენტებს.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
