შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2013
მიღების თარიღი ოქტომბერი 11, 2013
შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღამ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/403-13, 27.09.2013), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღა” ითხოვს მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის სახე და სახეობა მოყვანილ იქნას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში, კერძოდ ლიცენზიის სახედ განისაზღვროს კერძო მაუწყებლობა, ხოლო სახეობად საერთო რადიომაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღა” ფლობს მაუწყებლობის №B75 ლიცენზიას, 2015 წლის 21 იანვრამდე, კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო საერთო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით;
ლიცენზიის საგანი: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა თხუთმეტი გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონებში:
|
სამაუწყებლო ზონა |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
სიხშირე, მგჰც |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ. რად კმ |
|
|
1 |
4 |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
140 |
101.5 |
1 |
45 |
|
2 |
7 |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N17 |
100 |
107.4 |
2 |
55 |
|
3 |
10 |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
50 |
103.6 |
1 |
40 |
|
4 |
2 |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
100 |
101.5 |
0.5 |
25 |
|
5 |
3 |
თელავი |
45E29; 41N55 |
35 |
106.0 |
0.5 |
40 |
|
6 |
6 |
ბორჯომის ანძა |
43E22; 41N49 |
30 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
7 |
6 |
ბაკურიანი |
43E31; 41N44 |
20 |
107.0 |
0.025 |
10 |
|
8 |
6 |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
60 |
107.4 |
0.5 |
35 |
|
9 |
6 |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
35 |
104.6 |
0.25 |
25 |
|
10 |
4 |
ფასანაური |
44E41; 42N21 |
30 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
11 |
4 |
გუდაური |
44E53; 42N20 |
30 |
101.6 |
0.025 |
10 |
|
12 |
4 |
ყაზბეგი, ელ. კავშირის ანძა |
44E39; 42N39 |
25 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
13 |
5 |
დმანისის ანძა |
44E13; 41N22 |
150 |
101.0 |
1 |
50 |
|
14 |
3 |
დ. წყაროს ანძა |
46E08; 41N27 |
180 |
100.6 |
1 |
50 |
|
15 |
8 |
ჭიათურის ანძა |
43E16; 42N17 |
50 |
107.4 |
0.25 |
35 |
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებით შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ლიცენზიის სახე - კერძო საერთო მაუწყებლობა და ლიცენზიის სახეობა - კერძო საერთო რადიომაუწყებლობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის პირველი აპრილის №2 დადგენილების თანახმად ”87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით”, შესაბამისად შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებული სამაუწყებლო ზონების ნუმერაციაც აღარ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კუთვნილი მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, აღნიშნული ლიცენზიის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები: საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე ნაწილების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 11 ნოემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
