უცხოური საწარმოს ფილიალი ”სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2013
მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2013
უცხოური საწარმოს ფილიალი ”სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს № 518/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა ”ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობამ საქართველოში” (რეგისტრირებული ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 245591104) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/398-13, 25.09.13) ქ. ბათუმში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს N 518/7 გადაწყვეტილებით უცხოური საწარმოს ფილიალს ”სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობას საქართველოში” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 573 ნებართვა და მიენიჭა 441.200 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით. მინიჭებული 441.200 მჰც სიხშირე არ შეესაბამება კომპანიის სარგებლობაში არსებულ აპარატურის მონაცემებს, რის შესაბამისადაც უცხოური საწარმოს ფილიალმა ”ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობამ საქართველოში” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა რა ზემოაღნიშნული საკითხი, შესაძლებლად მიაჩნია უცხოური საწარმოს ფილიალი ”ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” ქ. ბათუმში მინიჭებული 441.200 მჰც სიხშირის შეცვლა 406.550 მჰც სიხშირით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება უცხოური საწარმოს ფილიალი ”ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს № 518/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს უცხოური საწარმოს ფილიალს ”სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობას საქართველოში” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F573 ნებართვა და მიენიჭოს 406.550 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;
2.აღირიცხოს უცხოური საწარმოს ფილიალი ”ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი ”ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
