წვდომის მენიუ

შპს “Skygroup“-ის 20% წილის არარეზიდენტ ფიზიკურ პირ (ისრაელის მოქალაქე) ლაშა დვალიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახე

ნომერი: 627 / 11

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2013

 

შპს “Skygroup“-ის  20% წილის  არარეზიდენტ ფიზიკურ პირ (ისრაელის მოქალაქე) ლაშა დვალიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2013 წლის 17 სექტემბერს წერილობითი ფორმით მიმართა შპს “Skygroup“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/5095, 17.09.2013), შპს “Powernet“-ის (შპს “Skygroup“-ის წილის 75%-ის მფლობელი), მიერ კუთვნილი წილის 15%-ის  და ფიზიკური პირის ლაურა სარქისიანის (შპს “Skygroup“-ის წილის 25%-ის მფლობელი) მიერ კუთვნილი წილის 5%-ის, სულ შპს “Skygroup“-ის 20% წილის ისრაელის მოქალაქე ლაშა დვალიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “Skygroup“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

.    ინტერნეტ მომსახურება

    WiFi

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “Skygroup“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- შპს “Skygroup“-ის 2013 წლის 17 სექტემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/5095, 17.09.2013), შპს “Skygroup“-ის 20% წილის ისრაელის მოქალაქე ლაშა დვალიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

- ინფორმაცია შპს “Skygroup“-ის საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “Skygroup“-ის შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “Skygroup“-ის აბონენტების შესახებ;

- ინფორმაცია  ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ.

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (შპს“Skygroup“);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (შპს “Powernet“);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (შპს“Skynet“);

შპს “Skygroup“-ის პარტნიორები არიან ავტორიზებული პირი - შპს “Powernet“-ი, რომელიც ფლობს შპს “Skygroup“-ის წილის 75%-ს და ფიზიკური პირი ლაურა სარქისიანი, რომელიც ფლობს შპს “Skygroup“-ის წილის 25%-ს.

შპს “Powernet“-ის პარტნიორები არიან ავტორიზებული პირი - შპს “Skynet“-ი, რომელიც ფლობს შპს “Powernet“-ის წილის 60%-ს და ფიზიკური პირი ჯაბა ინჯია, რომელიც ფლობს შპს “Powernet“-ის წილის 40%-ს.

შპს “Skynet“-ის პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: დავით მეგრელიშვილი, რომელიც ფლობს შპს “Skynet“-ის წილის 33,5%-ს, შოთა იაშვილი, რომელიც ფლობს შპს “Skynet“-ის წილის 33,5%-ს და ბერდია გვარამია, რომელიც ფლობს შპს “Skynet“-ის წილის 33%-ს.

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “Skygroup“-ი ახორციელებს ფიქსირებული უსადენო ქსელის აბონენტთა ინტერნეტ მომსახურებას.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 26 სექტემბრის №10/1218-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “Skygroup“-ის, აგრეთვე ისრაელის მოქალაქე ლაშა დვალიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის   2 ოქტომბრის №10/1274-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “Skygroup“-ის საქმიანობის ძირითადი სახეა ფიქსირებული უსადენო ქსელის აბონენტთა ინტერნეტ მომსახურება და აღნიშნულ მომსახურებას კომპანია ახორციელებს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. შპს “Skygroup“-ის აბონენტთა საერთო რაოდენობამ პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეადგინა 195 აბონენტი, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტში - 98 აბონენტი. შესაბამისად, შპს “Skygroup“-ის აბონენტთა ხვედრითმა წილმა ინტერნეტის მომხმარებელთა საერთო რაოდენობაში 2013 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა:  ბოლნისის მუნიციპალიტეტში - 11,8%, დმანისის მუნიციპალიტეტში - 23,5%. ამასთან ერთად, შპს “Skygroup“-ის შემოსავლებმა აბონენტთა ინტერნეტით მომსახურებიდან 2013 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგინა: ბოლნისის მუნიციპალიტეტში - 38841 ლარი;  დმანისის მუნიციპალიტეტში - 15200 ლარი. შესაბამისად, აბონენტთა ინერნეტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “Skygroup“-ის მიერ მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა: ბოლნისის მუნიციპალიტეტში - 13,5%, დმანისის მუნიციპალიტეტში - 33,2%. 

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს “Skygroup“-ის წილის 20%-ის ისრაელის მოქალაქე ლაშა დვალიძის მიერ შეძენის შემთხვევაში,  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “Skygroup“-ის წილის 20%-ის ისრაელის მოქალაქე ლაშა დვალიძის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “Skygroup“-ს, “Skygroup“-ის წილის 20%-ის ისრაელის მოქალაქე ლაშა დვალიძის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის  თავმჯდომარე                                                კარლო კვიტაიშვილი

         კომისიის წევრი                                                                 ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                 აკაკი სიხარულიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები