წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №124 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 629 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №124 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის №124 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–14 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის №124 სხდომის დღის წესრიგის მე-11 საკითხის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელისთვის“ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის ვადის გაგრძელების თაობაზე) განხილვა 2013 წლის 01 ნოემბერს, 16:00 საათზე;

2. კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის №124 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები