წვდომის მენიუ

”Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ

ნომერი: 636 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2013

 

  ”Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/426-13 17.10.13) მიმართა  ”Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში”  ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) გამოყოფის თაობაზე.

    კომისია აღნიშნავს, რომ  ”Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში”  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

1. A.F. 7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

·      ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·      ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

2. B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

·      საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 კომისია  აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის  №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განისაზღვრა  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და  ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC)  სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) მიერ დამტკიცებული Q.708  რეკომენდაციით; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ეროვნული სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებ­ლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიის მიერ. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი ენიჭებათ  შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ”Premium Net International SRL-ის ფილიალს საქართველოში”  უნდა მიენიჭოს  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი 007-00 (448), ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

    ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს,  ”Premium Net International SRL-ის ფილიალს საქართველოში” ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU)  Q.708  რეკომენდაციის შესაბამისად,  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი შემდეგი ფორმატით: 007-00 (448) ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;

2.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  ”Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში”  ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                        ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                        ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები