წვდომის მენიუ

მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებზე მოსამზადებელი სხდომის ჩატარებისა და კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით ვადის გ

ნომერი: 639 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2013

კერძო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსები კერძო საერთო და სპეცილიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

1. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ახალციხე, სიხშირე (მჰც) – 92,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°37 48"/E 42°57 25”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 35 მეტრი;

2. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ბათუმი, სიხშირე (მჰც) – 90,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°41 37"/E 41°42 55”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 35 მეტრი;

3. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ბათუმი, სიხშირე (მჰც) – 90,5; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°41 37"/E 41°42 55”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი;

4. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ქუთაისი, სიხშირე (მჰც) – 98,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°16 49"/E 42°44 10”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 70 მეტრი;

5. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ქუთაისი, სიხშირე (მჰც) – 98,5; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°16 49"/E 42°44 10”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 80 მეტრი;

6. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - ქ. თელავი, სიხშირე (მჰც) – 98,7; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°52 17"/E 45°24 33”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 25 მეტრი;

7. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. თელავი, სიხშირე (მჰც) – 102,3; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°52 17"/E 45°24 33”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი;

8. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ყვარელი, სიხშირე (მჰც) – 99,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 800 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°54 23"/E 45°49 42”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი;

9. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ყვარელი, სიხშირე (მჰც) – 104,3; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 800 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 41°54 23"/E 45°49 42”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 45 მეტრი;

10. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ზუგდიდი, სიხშირე (მჰც) – 98,4; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°30 14"/E 41°53 09”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი;

11. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ზუგდიდი, სიხშირე (მჰც) – 99,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°30 14"/E 41°53 09”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 45 მეტრი;

12. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - ქ. გორი, სიხშირე (მჰც) –104,0; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°01 56"/E 044°02 51”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 150 მეტრი;

13. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. გორი, სიხშირე (მჰც) –106,0; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°01 56"/E 044°02 51”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 150 მეტრი;

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადები კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს ”სამაუწყებლო სახლმა”, შპს ”რადიო საქართველომ” და შპს ”ევროპა პლუს თბილისმა”, კერძოდ:

1.  შპს ”სამაუწყებლო სახლი” მონაწილეობას იღებს ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად  გამოცხადებულ კონკურსებში;

2. შპს ”რადიო საქართველო” მონაწილეობას იღებს ქ. გორში და ქ. ყვარელში კერძო საერთო და კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში;

3. შპს ”ევროპა პლუს თბილისი” მონაწილეობას იღებს ქ. თელავში, ქ. გორში, და ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში;

კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2013 წლის 28 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გაიხსნა კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ:

1.  შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად წარმოდგენილ ორივე საკონკურსო განაცხადში არ არის მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა არ შეესაბამება კომისის 2012 წლის 15 ივნისის #423/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ შესაბამისობის დეკლარაციის ფორმას.   ასევე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თაობაზე და ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

2. შპს ”რადიო საქართველოს” მიერ წარმოდგენილ ოთხივე განაცხადში არასრულად არის წარმოდგენილი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, საერთოდ არ არის წარმოდგენილი ცნობები განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ.  აგრეთვე ოთხივე განაცხადზე თანდართულია სამოტივაციო წერილები. მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”რადიო საქართველოს” უფლებამოსილი წარმომადგენლის ირაკლი ჩხიკვაძის მიერ დაზუსტებულ იქნა, რომ განაცხადებზე თანდართული სამოტივაციო წერილები წარმოადგენენ კომპანიის სამაუწყებლო კონცეფციებს. შპს ”რადიო საქართველოს” მიერ ქ. ყვარელში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არასწორად არის მითითებული მოთხოვნილი ლიცენზიის სახეობა.  ქ. ყვარელში სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის -222,75 ლარის ნაცვლად თანდართულია 668,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო  ქ. გორში სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის - 668,25 ლარის ნაცვლად თანდართულია 222,75 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

 3. შპს ”ევროპა პლუს თბილისის” მიერ წარმოდგენილ სამივე საკონკურსო განაცხადში არ არის მითითებული იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები. სამივე საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არასწორად არის შევსებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (არ არის მითითრბული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ნომრები), ასევე არ არის წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.               

 კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების მე-100 პუნქტის შესაბამისად  დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

კომისია დამატებით აღნიშნავს რომ ქ. ბათუმში და ქ. ზუგდიდში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის და ქ. ქუთაისში, ქ. თელავში და ქ. ზუგდიდში კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობაზე არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N582/10 გადაწყვეტილების მე-8, მე-15, 22-ე,  36-ე და 58-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადეს კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების მე-8, მე-15, 22-ე,  36-ე და 58-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსები კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად;

2. უზრუნველყოს შპს ”სამაუწყებლო სახლმა” 2013 წლის 4 ნოემბრის 19:00 საათამდე:

ა) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:

ა.ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

ა.ბ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

ა.გ) ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის თაობაზე;

ა.დ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ა.ე) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

ა.ვ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

ა.ზ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

ბ) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 29-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ბ.ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

ბ.ბ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

ბ.გ) ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის თაობაზე;

ბ.დ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ბ.ე) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

ბ.ვ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

ბ.ზ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

3. უზრუნველყოს შპს ”რადიო საქართველომ” 2013 წლის 4 ნოემბრის 19:00 საათამდე:

ა) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 43-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:

ა.ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

ა.ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ა.გ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის 668,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 50-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ბ.ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

ბ.ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 73-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

გ.ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

გ.ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

გ.გ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის 222,75 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 80-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

დ.ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი №2, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

დ.ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

დ.გ) ინფორმაცია ლიცენზიის სახეობის თაობაზე.

4. უზრუნველყოს შპს ”ევროპა პლუს თბილისმა” 2013 წლის 4 ნოემბრის 19:00 საათამდე:

ა) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 65-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:

ა.ა) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

ა.ბ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

ა.გ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ა.დ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

ა.ე) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

ბ) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 50-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ბ.ა) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

ბ.ბ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

ბ.გ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ბ.დ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

ბ.ე) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

გ) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილების 88-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

გ.ა) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

გ.ბ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

გ.გ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

 გ.დ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

გ.ე) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3, ქონებრივი დეკლარაციის ფორმა, დამტკიცებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით);

5. .გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სამაუწყებლო სახლისთვის”, შპს ”რადიო საქართველოსთვის” და შპს ”ევროპა პლუს თბილისისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                        კარლო კვიტაიშვილი     

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები