წვდომის მენიუ

შპს ”რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: 641 / 6

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2013

 

შპს ”რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/401-13, 26.09.2013წ.) მიმართა შპს ”რადიო იმედმა” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო იმედი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიას 2013 წლის 28 ოქტომბრამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა)

    №

გადამცემის განთავსების              ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე მჰც

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ

1

ბათუმი

41E43;

41N41

50

100.1

1

20

2

დედოფლის წყარო

46E08;

41N27

50

104.7

1

25

3

თელავის მუნიცეპალიტეტი, ცივი

45E29

41N55

35

100.2

1

20

4

დუშეთის მუნიცეპალიტეტი, ფასანაური

44E41;

42N21

25

103.8

0.1

10

5

ყაზბეგის მუნიცეპალიტეტი, გუდაური

44E53;

42N20

25

100.6

0.1

10

6

სტეფანწმინდა

44E39;  42N39

25

100.0

0.25

10

7

გორი

44E03;

42N02

120

100.0

1

25

8

დმანისი

44E13;

41N22

120

105.1

1

35

9

ახალქალაქი

43E25;

41N21

55

101.2

1

20

10

ახალციხე

42E57;

41N38

35

101.5

1

15

11

ბორჯომის მუნიცეპალიტეტი, ბაკურიანი

43E31;

41N44

20

105.4

0.1

10

12

ქუთაისი

42E44;

42N17

40

100.9

2.5

25

13

ჭიათურა

43E16;

42N17

50

104.1

0.25

10

14

მარტვილი

42E23;

42N25

20

100.7

0.25

10

15

ზუგდიდი

41E52;

42N30

25

104.2

2.5

25

ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”რადიო იმედის” მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისიის 2013 წლის 27 სექტემბერს №590/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”რადიო იმედის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/6255-13, 28.10.13 .).

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 69,356.25 ლარი.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო იმედის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი თამარ სულაბერიძე, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა ასევე დააზუსტა რომ მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 12 საათი.

 კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა                                      შპს ”რადიო საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ”რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის და 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიას 2013 წლის 28 ოქტომბრიდან 2023 წლის 28 ოქტომბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.ა)

    №

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე მჰც

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ

1

ბათუმი

41E43;

41N41

50

100.1

1

20

2

დედოფლის წყარო

46E08;

41N27

50

104.7

1

25

3

თელავის მუნიცეპალიტეტი, ცივი

45E29

41N55

35

100.2

1

20

4

დუშეთის მუნიცეპალიტეტი, ფასანაური

44E41;

42N21

25

103.8

0.1

10

5

ყაზბეგის მუნიცეპალიტეტი, გუდაური

44E53;

42N20

25

100.6

0.1

10

6

სტეფანწმინდა

44E39;  42N39

25

100.0

0.25

10

7

გორი

44E03;

42N02

120

100.0

1

25

8

დმანისი

44E13;

41N22

120

105.1

1

35

9

ახალქალაქი

43E25;

41N21

55

101.2

1

20

10

ახალციხე

42E57;

41N38

35

101.5

1

15

11

ბორჯომის მუნიცეპალიტეტი, ბაკურიანი

43E31;

41N44

20

105.4

0.1

10

12

ქუთაისი

42E44;

42N17

40

100.9

2.5

25

13

ჭიათურა

43E16;

42N17

50

104.1

0.25

10

14

მარტვილი

42E23;

42N25

20

100.7

0.25

10

15

ზუგდიდი

41E52;

42N30

25

104.2

2.5

25

გ.ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი.

3. შპს ”რადიო იმედი” ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

4. შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 69,356.25 (სამოცდაცხრა ათას სამასორმოცდათექვსმეტი და 25) ლარს.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის –– 69,356.25 (სამოცდაცხრა ათას სამასორმოცდათექვსმეტი და 25) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;

5,780.00 ლარი – 2013 წლის 28 ნოემბრამდე;

5.780.00 ლარი – 2013 წლის 28 დეკემბრამდე;

5,780.00 ლარი – 2014 წლის 28 იანვრამდე;

5,780.00 ლარი – 2014 წლის 28 თებერვლამდე;

5,780.00 ლარი – 2014 წლის 28 მარტამდე;

5,780.00 ლარი – 2014 წლის 28 აპრილამდე;

5,780.00 ლარი – 2014 წლის 28 მაისამდე;

5,780.00 ლარი – 2014 წლის 28 ივნისამდე;

5,780.00 ლარი – 2014 წლის 28 ივლისამდე;

5,780.00 ლარი – 2014 წლის 28 აგვისტომდე;

5,780.00 ლარი – 2014 წლის 28 სექტემბრამდე;

5,776,25 ლარი – 2014 წლის 28 ოქტომბრამდე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო იმედისთვის“გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო იმედისთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე-3 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                        კარლო კვიტაიშვილი     

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები