წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 651 / 4

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2013

მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2013

 

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  დავით არაბიძემ (კომისიაში რეგისტრაციის №7/358-13, 30.08.2013) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 5 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №B13035443/3 ინდივიდუალური მეწარმე „დავით არაბიძის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

  კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე “დავით არაბიძეზე“  კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზია,  კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირეები ზოლის სიგანით: 10168 ±14მგჰც;  10518 ±14მგჰც; 10196 ±14მგჰც და 10546 ±14მგჰც თერჯოლა - ბაღდათის საკომუნიკაციო მაგისტრალზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 სექტემბრამდე.

    კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N580/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F32 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2013 წლის 22 ოქტომბერს 16:00 საათზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 22 ოქტომბერს, რომელსაც არ ესწრებოდა დავით არაბიძე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F32 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების დამაბრკოლებელი გარემოება. 2013 წლის 22 ოქტომბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან მერვე სამუშაო დღე - 2013 წლის პირველი ნოემბერი.

                ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „მშენპროექტკომპანიასა“ და ინდ. მეწარმე „დავით არაბიძეს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F32 ლიცენზიის გადაპირების შესახებ კომისიის 2010 წლის 26 მარტის №157/5 გადაწყვეტილება და გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F32 ლიცენზია.

2.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  დავით არაბიძისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

3.       გადაწყვეტილება ძალაში შედის დავით არაბიძისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                            სოფიო ბრიტანჩუკი

მოვალეობის შემსრულებელი

კომისიის წევრი                                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები