წვდომის მენიუ

შპს „რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს ”ტელეიმედისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 654 / 5

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2013

მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2013

 

შპს „რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს ”ტელეიმედისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის  9 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/281-13) მიმართა შპს „რადიო იმედმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N204982206), შპს ”ტელეიმედმა” (საიდენტიფიკაციო კოდი: N202188612) და შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა” (საიდენტიფიკაციო კოდი: N204563123) შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს „ტელეიმედისთვის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული იგეგმება შპს ”რადიო იმედის” შერწყმა შპს ”ტელეიმედთან” და შერწყმის შედეგად სამართალმემკვიდრედ შპს ”ტელეიმედის” განსაზღვრა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო იმედი” ფლობს:

1. კერძო მაუწყებლობის №B49 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №824/6 გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

დ.ა) რადიომაუწყებლობა 105,9 მჰც სიხშირეზე, 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;

დ.ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

2. კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიას 2023 წლის 28 ოქტომბრამდე, კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის  №641/6 გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.ა)

    №

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე მჰც

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ

1

ბათუმი

41E43;

41N41

50

100.1

1

20

2

დედოფლის წყარო

46E08;

41N27

50

104.7

1

25

3

თელავის მუნიცეპალიტეტი, ცივი

45E29

41N55

35

100.2

1

20

4

დუშეთის მუნიცეპალიტეტი, ფასანაური

44E41;

42N21

25

103.8

0.1

10

5

ყაზბეგის მუნიცეპალიტეტი, გუდაური

44E53;

42N20

25

100.6

0.1

10

6

სტეფანწმინდა

44E39;  42N39

25

100.0

0.25

10

7

გორი

44E03;

42N02

120

100.0

1

25

8

დმანისი

44E13;

41N22

120

105.1

1

35

9

ახალქალაქი

43E25;

41N21

55

101.2

1

20

10

ახალციხე

42E57;

41N38

35

101.5

1

15

11

ბორჯომის მუნიცეპალიტეტი, ბაკურიანი

43E31;

41N44

20

105.4

0.1

10

12

ქუთაისი

42E44;

42N17

40

100.9

2.5

25

13

ჭიათურა

43E16;

42N17

50

104.1

0.25

10

14

მარტვილი

42E23;

42N25

20

100.7

0.25

10

15

ზუგდიდი

41E52;

42N30

25

104.2

2.5

25

გ.ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

3. კერძო მაუწყებლობის №B129 ლიცენზიას 2022 წლის 7 სექტემბრამდე, კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის  №582/1 გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 07 სექტემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარიზაცია

V/H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

მესტია, ზურულდის მთა, საკომუნიკაციო ანძა

107,9

FM

V

წრიული

250

N 43001’

E 042046’

20

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო იმედის” მიერ კომისიაში, წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს ”რადიო იმედის” დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე სტანისლავ ჟდანოვი (პირადი ნომერი: 01024003158), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” (საიდენტიფიკაციო კოდი: N204563123). შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” დირექტორი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ლიანა ჟმოტოვა (პასპორტის ნომერი: 51№4822618), ხოლო 100% წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ინა გუდავაძე (პასპორტის ნომერი: 51№4717496). კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს ”რადიო იმედის” 100%-იანი წილის მფლობელი შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი”, ასევე წარმოადგენს შპს ”ტელეიმედის” 100%-იანი წილის მფლობელს. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის          მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეიმედი” ფლობს:

1. საეთერო ტელემაუწყებლობის №B16 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა; 

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სატელე

ვიზიო არხი

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივების დიაგრამა

გადამცემის სიმძ.(ვტ)

ანძის განლაგების

გეოგრაფ. კოორდინატ.

ანტენის გაძლიერ. კოეფიც. არაუმეტეს (დბ)

ანტენის განთავსების

სიმაღლე მიწის

ზედაპ-დან(მ)

1

თბილისი

30

H

წრიული

2000

N 41°41 44"

E 044°47 09"

6.0

78± 5

2

ბათუმი

27

H

წრიული

500

N 41°41 38"

E 041°42 55"

6.0

45± 5

3

დედოფლისწყარო

22

H

წრიული

1000

N 41°27 48"

E 046°08 16"

6.0

170± 25

4

ყვარელი

33

H

წრიული

1000

N 41°54 23"

E 045°49 38"

6.0

45± 5

5

თელავი (ცივის სატელევიზიო ანძა)

43

H

წრიული

1000

N 41°52 18"

E 045°24 39"

6.0

25± 5

6

გორი

22

H

წრიული

1000

N 42°01 55"

E 044°02 56"

6.0

175± 25

7

ხაშური

25

H

წრიული

200

N 42°00 08"

E 043°33 37"

6.0

32± 5

8

დმანისი

25

H

წრიული

1000

N 41°22 48"

E 044°12 51"

6.0

65± 5

9

მარნეული

21

H

წრიული

500

N 41°29 31"

E 044°47 18"

6.0

50± 5

10

ახალქალაქი

27

H

წრიული

500

N 41°20 52"

E 043°25 34"

6.0

70± 5

11

ახალციხე

24

H

წრიული

500

N 41°37 49"

E 042°57 29"

6.0

50± 5

12

ბორჯომი)

21

H

წრიული

200

N 41°50 08"

E 043°23 05"

6.0

25± 5

13

ჩოხატაური

25

H

წრიული

200

N 42°01 00"

E 042°15 00"

6.0

45± 5

14

ქუთაისი

33

H

წრიული

5000

N 42°16 50"

E 042°44 10"

6.0

110± 5

15

ოზურგეთი

23

H

წრიული

200

N 41°55 26"

E 042°02 02"

6.0

35± 5

16

ზესტაფონი

39

H

წრიული

200

N 42°03 37"

E 043°03 48"

6.0

15± 5

17

ჭიათურა

25

H

წრიული

500

N 42°16 56"

E 043°14 48"

6.0

85 ± 5

18

ტყიბული

21

H

წრიული

1000

N 42°22 36"

E 043°02 12"

6.0

65± 5

19

მარტვილი

21

H

წრიული

200

N 42°27 21"

E 042°21 59"

6.0

18± 5

20

ფოთი

25

H

წრიული

1000

N 42°11 07"

E 041°42 28"

6.0

125± 5

21

ზუგდიდი

41

H

წრიული

500

N 42°30 07"

E 041°53 07"

6.0

65± 5

2. კერძო მაუწყებლობის №B94 ლიცენზიას 2023 წლის 22 აპრილამდე, კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყევტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.ა) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე;

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს “ტელეიმედისთვის“ გადაცემის განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (№10/1201-13, 24.09.13წ.), შპს ”ტელეიმედი” არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა; ამავე დროს, შპს „რადიო იმედის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს “ტელეიმედისთვის“ გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან შპს ”ტელეიმედი” არ იქნება 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიაზე მეტის მფლობელი ერთი და იგივე მომსახურების ზონაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „რადიო იმედის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს “ტელეიმედისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს “ტელეიმედისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „რადიო იმედს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს “ტელეიმედისთვის“ გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს „რადიო იმედს“ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს “ტელეიმედისთვის“ გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს შპს ”ტელეიმედმა“ კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების  საკუთრებაში მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს შპს “ტელეიმედს“, რომ შპს „რადიო იმედის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების შპს “ტელეიმედისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე. 

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს  შპს ”ტელეიმედის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B49, №B50 და №B129 ლიცენზიების საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელეიმედისთვის“, შპს „რადიო იმედისთვის“ და  შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისთვის”გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                              სოფიო ბრიტანჩუკი     

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები