წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №276/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 664 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2013

მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №276/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/427-13, 21.10.2013 და №6/6098-13, 21.10.13) მიმართა სს ”ინფოჯორჯია XXI”-მ და შპს ”09.tech”-მა  სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს  სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის (118-09) შპს ”09.tech”-ის  სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. 

    კომისია აღნიშნავს, რომ  სს ”ინფოჯორჯია XXI” კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №276/15 გადაწყვეტილებით ფლობს  მომხმარებლებისთვის სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით ნუმერაციის რესურსს 118-09 (ევრონომერი) უვადოდ, საქართველოს ტერიტორიაზე.

     კომისიის განმარტებით იმისათვის, რომ  სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი (118-09) მიენიჭოს შპს ”09.tech”-ს აუცილებელია ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსი იყოს თავისუფალი. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №276/15 გადაწყვეტილების საფუძველზე მის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი მინიჭების გაუქმება.

     კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-14 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ნუმერაციის რესურსის მფლობელის განცხადება წარმოადგენს ნუმერაციის რესურსის მინიჭების გაუქმების საფუძველს.

      კომისიას მიაჩნია, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის” მოთხოვნის საფუძველზე ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №276/15 გადაწყვეტილება. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 და მე-7 ნაწილების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-14 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №276/15 გადაწყვეტილება.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები:                                                                                          ს.ბრიტანჩუკი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები