წვდომის მენიუ

შპს ”09.tech”-ისთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 665 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2013

მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2013

 

 

შპს ”09.tech”-ისთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის  №7/427-13, 21/10/13  მიმართა შპს ”09.tech”-მა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული  118(XX)  ფორმატის ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით. როგორც შპს ”09.tech“-ის განცხადებაშია (კომისიაში რეგისტრაციის №6/6438-13, 07/11/13) აღნიშნული,  შპს ”09.tech“ ფლობს  ერთიან საინფორმაციო ბაზას, რაც შესაძლებლობას აძლევს კვირაში 7 დღე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს მომხმარებელს სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”ინფოჯორჯია XXI”-მა მის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის (118-09) შპს ”09.tech“-ის სასარგებლოდ დათმობის თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის №7/427-13,21.10.13).

   კომისია განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი (118-09) მიენიჭოს შპს ”09.tech“-ს, აუცილებელია ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსი იყოს თავისუფალი, შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 8 ნოემბრის №664/19 გადაწყვეტილებით სს ”ინფოჯორჯია XXI”-სა და შპს ”09.tech“-ის მოთხოვნის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №276/15 გადაწყვეტილება.

   კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს და ამავე დროს, კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი არაავტორიზებულ პირებს ენიჭებათ საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5- ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით; ამავე წესების მე-13 მუხლის შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი - 118XX) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

კომისიამ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „09.tech” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „09.tech”-მა  კომისიაში  (კომისიაში რეგისტრაციის №6/6438-13 07/11/13) წერილთან ერთად წარმოადგინა ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელიც შეიცავდა მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ იურიდიული პირების საკონტაქტო ინფორმაციას.   

       კომისია, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად აღნიშნავს შემდეგს:

       1) შპს „09.tech” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის. შპს  „09.tech” ითხოვს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებითა” და  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის (118XX ევრონომერი) მინიჭებას.

        2) შპს „09.tech”-მა კომისიაში წარმოადგინა იურიდიული პირების საჯაროდ ხელმისაწვდომი საკონტაქტო ინფორმაციის ფლობის დამადასტურებელი მონაცემთა ბაზა და აღნიშნა,  რომ სწორედ ამ ბაზის გამოყენებით უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „09.tech”-ისთვის  საინფორმაციო-საცნობარო მომსამსახურისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებები.

      კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  2013 წლის  8 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს  „09.tech”-ის წარმომადგენელი ავთანდილ გრძელიშვილი, რომელსაც  კომისიის სხდომაზე  განემარტა, რომ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება მომხმარებილისთვის მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ენაზე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული და მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია. ამავე დროს კომპანიას განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის მიერ განხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების (ფიზიკური პირები) საკონტაქო ინფორმაციის დამუშავება და განთავსება მონაცემთა ბაზაში, ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემები მოპოვებული უნდა იქნას კანონიერ საფუძველზე, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისგან (რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ საკუთარი აბონენტის პერსონალური მონაცემები მხოლოდ აბონენტების თანხმობით) ან უშუალოდ აბონენტისგან.

კომისიის სხდომაზე შპს  „09.tech”-ის წარმომადგენელმა ავთანდილ გრძელიშვილმა გამოთქვა აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების მზადყოფნა.

          ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების”, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის,  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს „09.tech”-ს  ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-0-9 (ერთი-ერთი-რვა-ნული-ცხრა), სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. შპს „09.tech” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით  საინფორმაციო - საცნობარო მომსახურება განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

3. შპს ”09.tech” ვალდებულია ფიზიკური პირების სატელეფონო-საცნობარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების თაობაზე (მათ შორის თანხმობა მესამე პირებზე გადაცემაზე), მოიპოვოს კანონიერ საფუძველზე, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისგან (რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ საკუთარი აბონენტის პერსონალური მონაცემები მხოლოდ აბონენტების თანხმობით) ან უშუალოდ აბონენტისგან.

4. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს „09.tech”-ის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს „09.tech”-ს  არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრები:                                                                                          ს.ბრიტანჩუკი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები