საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №127 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2013
მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №127 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 15 ნოემბრის №127 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 15 ნოემბრის №127 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–7 საკითხის (შპს „ახალ ტექნოლოგიებთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის შესახებ) განხილვა 2013 წლის 21 ნოემბერს, 16:00 საათზე, კომისიის N128 სხდომაზე, შპს „ახალ ტექნოლოგიების“ უფლებამოსილი წარმომადგენლის საკითხის განხილვაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით;
2. კომისიის 2013 წლის 15 ნოემბრის №127 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
