წვდომის მენიუ

შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 672 / 2

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2013

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2013

 

შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის  №B75 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღამ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/403-13, 27.09.2013), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღა” ითხოვს  მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის  სახე და სახეობა მოყვანილ იქნას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში, კერძოდ ლიცენზიის სახედ განისაზღვროს კერძო მაუწყებლობა, ხოლო სახეობად საერთო რადიომაუწყებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღა” ფლობს მაუწყებლობის №B75 ლიცენზიას, 2015 წლის 21 იანვრამდე, კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო საერთო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა  სიხშირული სპექტრის გამოყენებით;

ლიცენზიის საგანი: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა  თხუთმეტი გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონებში:

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების  ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

სიხშირე, მგჰც

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად კმ

1

4

გორის ანძა

44E03; 42N02

140

101.5

1

45

2

7

ქუთაისის ანძა

42E44; 42N17

100

107.4 

2

55

3

10

ზუგდიდის ანძა

41E52; 42N30

50

103.6

1

40

4

2

ბათუმის ანძა

41E43; 41N41

100

101.5

0.5

25

5

3

თელავი

45E29; 41N55

35

106.0

0.5

40

6

6

ბორჯომის ანძა

43E22; 41N49

30

107.4

0.25

20

7

6

ბაკურიანი

43E31; 41N44

20

107.0

0.025

10

8

6

ახალქალაქის         ანძა

43E25; 41N21

60

107.4

0.5

35

9

6

ახალციხის ანძა

42E57; 41N38

35

104.6

0.25

25

10

4

ფასანაური

44E41; 42N21

 30

107.4

0.25

20 

11

4

გუდაური

44E53; 42N20

 30

101.6

0.025

 10

12

4

ყაზბეგი, ელ. კავშირის ანძა

44E39; 42N39

25

107.4

0.25

20

13

5

დმანისის ანძა

44E13; 41N22

150

101.0

1

50

14

3

დ. წყაროს ანძა

46E08; 41N27

180

100.6

1

50

15

8

ჭიათურის ანძა

43E16; 42N17

50

107.4

0.25

35

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის №622/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის  №B75 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 11 ნოემბერს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. სხდომას ესწრებოდა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” დირექტორი მანანა ჯახუა, რომელმაც დააზუსტა რომ მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 6 საათი. 2013 წლის 11 ნოემბერს ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა  ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 4 სამუშაო დღე - 2013 წლის 15 ნოემბერი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებით შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ლიცენზიის სახე - კერძო საერთო მაუწყებლობა და ლიცენზიის სახეობა - კერძო საერთო რადიომაუწყებლობა  სიხშირული სპექტრის გამოყენებით არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად ”87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით”.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, ლიცენზიის სახის და სახეობის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ხოლო ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებული სამაუწყებლო ზონების ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის და IX თავის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მაუწყებლობის №B75 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1.მიეცეს შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღას” №B75 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ანტენის განთავსების  ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

სიხშირე, მგჰც

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად კმ

1

გორის ანძა

44E03; 42N02

140

101.5

1

45

2

ქუთაისის ანძა

42E44; 42N17

100

107.4 

2

55

3

ზუგდიდის ანძა

41E52; 42N30

50

103.6

1

40

4

ბათუმის ანძა

41E43; 41N41

100

101.5

0.5

25

5

თელავი

45E29; 41N55

35

106.0

0.5

40

6

ბორჯომის ანძა

43E22; 41N49

30

107.4

0.25

20

7

ბაკურიანი

43E31; 41N44

20

107.0

0.025

10

8

ახალქალაქის         ანძა

43E25; 41N21

60

107.4

0.5

35

9

ახალციხის ანძა

42E57; 41N38

35

104.6

0.25

25

10

ფასანაური

44E41; 42N21

 30

107.4

0.25

20 

11

გუდაური

44E53; 42N20

 30

101.6

0.025

 10

12

ყაზბეგი, ელ. კავშირის ანძა

44E39; 42N39

25

107.4

0.25

20

13

დმანისის ანძა

44E13; 41N22

150

101.0

1

50

14

დ. წყაროს ანძა

46E08; 41N27

180

100.6

1

50

15

ჭიათურის ანძა

43E16; 42N17

50

107.4

0.25

35

დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 6 საათი.

2. შევიდეს ცვლილება 2005 წლის 21 იანვრის №40/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში - ამოღებულ იქნას ლ) ქვეპუნქტი;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღისთვის” გაგზავნა             (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                              სოფიო ბრიტანჩუკი     

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები