საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №128 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2013
მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №128 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის №128 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის №128 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს “სტერეო პლუსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “საქართველოს საპატრიარქო -ტელევიზია “ერთსულოვნების“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
2. კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის №128 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
