შპს “სტერეო +“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “საქართველოს საპატრიარქო -ტელევიზია “ერთსულოვნების“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2014
მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2013
შპს “სტერეო +“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “საქართველოს საპატრიარქო -ტელევიზია “ერთსულოვნების“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2013 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს “სტერეო +“-მა, შპს “სტერეო +“-ის საოპერაციო აქტივის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F13 ლიცენზიის შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნებისათვის“ გადაპირებაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F13 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ±3 მჰც, დანიშნულება - ავტორიზაციით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობა;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 2 ივნისამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||||
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||||
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
||||
|
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
||||
|
WiMax. |
|||||
|
B.F.3 |
მონაცემთა გადაცემა |
||||
|
მონაცემთა გადაცემა. |
|||||
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
||||
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; |
|||||
|
რადიომაუწყებლობის ტრანზიტი. |
|||||
|
B.S.4 |
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
||||
|
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება. |
|||||
|
B.S.5 |
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება |
||||
|
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება. |
|||||
ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
B.1 ტელემაუწყებლობა
საერთო ტელემაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია “ერთსულოვნებას“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი. |
ამავე დროს, შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნებას“ ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
B.1 ტელემაუწყებლობა
სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა.
შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნების“ №02/272/2013 20.11.2013 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №6/6760-13 21.11.2013), ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნების“ საწესდებო კაპიტალის 100% ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 25 დეკემბრის №10/1849-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნების“ დირექტორ პაატა ცაავას, შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნების“ წილის 100%-ის მფლობელის საქართველოს საპატრიარქოს, ასევე შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნების“ აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებიდან შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნებას“ შემოსავლები არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, შპს “სტერეო +“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნების“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სტერეო +“-ის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნების“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს “სტერეო +“-ის განცხადება;
2. მიეცეს თანხმობა შპს “სტერეო +“-ს, შპს “სტერეო +“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F13 ლიცენზიის, შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნების“ მიერ შეძენაზე;
3. განემარტოს შპს “სტერეო +“-ს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F13 ლიცენზიის სარგებლობის შპს “საქართველოს საპატრიარქო - ტელევიზია ერთსულოვნების“ მიერ შეძენისათვის დაცულ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნები;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
