წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №129 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 684 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2013

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №129 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის №129 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის №129 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ” კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ)რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის N637/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ. შოვნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

2. კომისიის 2013 წლის 27 ნოემბრის №129 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები