წვდომის მენიუ

”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ” კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 686 / 19

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2014

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2013

 

”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ” კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 582/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსები კერძო საერთო და სპეცილიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

1. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ახალციხე, სიხშირე (მჰც) – 92,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°37 48"/E 42°57 25”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 35 მეტრი;

2. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ბათუმი, სიხშირე (მჰც) – 90,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°41 37"/E 41°42 55”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 35 მეტრი;

3.გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ბათუმი, სიხშირე (მჰც) – 90,5; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°41 37"/E 41°42 55”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი;

4. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ქუთაისი, სიხშირე (მჰც) – 98,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°16 49"/E 42°44 10”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 70 მეტრი;

5. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ქუთაისი, სიხშირე (მჰც) – 98,5; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°16 49"/E 42°44 10”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 80 მეტრი;

6. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - ქ. თელავი, სიხშირე (მჰც) – 98,7; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°52 17"/E 45°24 33”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 25 მეტრი;

7. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. თელავი, სიხშირე (მჰც) – 102,3; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°52 17"/E 45°24 33”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი;

8. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ყვარელი, სიხშირე (მჰც) – 99,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 800 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°54 23"/E 45°49 42”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი;

9. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ყვარელი, სიხშირე (მჰც) – 104,3; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 800 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:  N 41°54 23"/E 45°49 42”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 45 მეტრი;

10. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ზუგდიდი, სიხშირე (მჰც) – 98,4; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°30 14"/E 41°53 09”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 40 მეტრი;

11. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ზუგდიდი, სიხშირე (მჰც) – 99,1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°30 14"/E 41°53 09”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 45 მეტრი;

12. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი - ქ. გორი, სიხშირე (მჰც) –104,0; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°01 56"/E 044°02 51”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 150 მეტრი;

13. გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. გორი, სიხშირე (მჰც) –106,0; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N 42°01 56"/E 044°02 51”; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 150 მეტრი;

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ამავე გადაწყვეტილებით კონკურსების ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2013 წლის 29 ნოემბერის 13:00 საათი, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად 2013 წლის 25 ნოემბრის 13:00 საათი;

         კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადები კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს ”სამაუწყებლო სახლმა”, შპს ”რადიო საქართველომ” და შპს ”ევროპა პლუს თბილისმა”, კერძოდ:

1.  შპს ”სამაუწყებლო სახლი” მონაწილეობას იღებს ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად  გამოცხადებულ კონკურსებში;

2. შპს ”რადიო საქართველო” მონაწილეობას იღებს ქ. გორში და ქ. ყვარელში კერძო საერთო და კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში;

3. შპს ”ევროპა პლუს თბილისი” მონაწილეობას იღებს ქ. თელავში, ქ. გორში, და ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში;

კომისია ასევე აღნიშნავს, იმის გამო რომ ქ. ზუგდიდში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის, ხოლო ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. თელავში და ქ. ზუგდიდში კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობაზე არცერთი განაცხადი არ იყო წარმოდგენილი, კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №639/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად ჩაშლილად გამოცხადდა კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილების მე-8, მე-15, 22-ე,  36-ე და 58-ე პუნქტების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსები კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2013 წლის 25 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი (ირაკლი მოსეშვილი და აკაკი სიხარულიძე), ზეპირი მოსმენის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ” კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებაში და დარჩენილ რვა კონკურსზე ზეპირი მოსმენების ჩატარების თარიღად  უნდა განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბრის 16:00 საათი, ხოლო კონკურსების ჩატარების თარიღად 2013 წლის 3 დეკემბრის 16:00 საათი.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე და 105-ე ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება  ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ” კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №582/10 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების:

 ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი;”

 ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი.“

გ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”32. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი;”

დ)  35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი.“

ე) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”46. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი;”

ვ) 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„49. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი.“

ზ) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”54. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი;”

თ) 57-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„57. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი.“

ი) 69-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”69. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი;”

კ)  72-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი.“

ლ) 76-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”76. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი;”

მ) 79-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„79. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი.“

ნ) 84-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”84. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი;”

ო)  87-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„87. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი.“

პ) 92-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”92. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2013 წლის 3 დეკემბერი 16:00 საათი;”

ჟ) 95-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„95. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 2 დეკემბერი 16:00 საათი.“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სამაუწყებლო სახლისთვის”, შპს ”რადიო საქართველოსთვის” და შპს ”ევროპა პლუს თბილისისთვის” გაგზავნა (მ. ნინუა);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                აკაკი სიხარულიძე     

კომისიის წევრი                                                                                                            სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                           ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები